პაიჭაძე გრიგოლ კარპეზის ძე
პაიჭაძე გრიგოლ კარპეზის ძე

პაიჭაძე გრიგოლ (გოჩა) კარპეზის ძე (09.XI.1941 - 03.II.2012, თბილისი), იურისტი, საქართველოს პარლამენტის წევრი. დაამთავრა თსუ-ის იურიდ. ფაკ-ტი (1965). იყო: თბილ. 26 კომისრის სახ. რ-ნის სარემონტო კანტორის მუშა (1958-1963); მარნეულის პროკურატურის სტაჟიორ-გამომძიებელი და გარდაბნის პროკურატურის გამომძიებელი (1966); თბილ. ლენინის სახ. რ-ნის პროკურატურის გამომძიებელი (1966-1973); საქართვ. კპ გარდაბნის რაიკომის, აგიტაცია-პროპაგანდის განყ-ბის ინსტრუქტორი (1973-1974);  საქართვ. სახ. კონტროლის კომიტეტის ინსპექტორი (1974-1981); რუსთავის კპ ადმ. ორგანოების განყ-ბის გამგე (1981-1987); რუსთავის სახ. სასამართლოს თავ-რე (1987-1992); საქართვ. რესპ. მინისტრთა კაბინეტის სახელმწ. კანცელარიის უშიშროებისა და სამართალდამცავი ორგანოების მუშაობის სახელმწ. მრჩეველი (1992-1993); საქართვ. მინისტრთა კაბინეტის, განყ-ბის გამგის მოადგილე (1993);  საქართვ.  გენპროკურორის მოადგილე (1993-1997); საქართვ. გენპროკურატურის პარლამ. ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის საკოორდინაციო სამსახურის უფრ. (1997-1999); საქართვ. მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს აღორძინება", საარჩევნო ფორმა: პარტ. სიით (1999-2004). იყო საქართვ. მე-5 მოწვევის პარლამენტის გადასახადებისა და შემოსავლების კომიტეტის, წევრი (1999-2002); საქართვ. მე-5 მოწვევის პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრი (1999-2002); საქართვ. მე-5 მოწვევის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა, კანონიერებისა და ადმ. რეფორმების კომიტეტის თავ-რე (2002-2004).

ლიტ.: ამირხანაშვილი, კ. (2015). საქართველოს პარლამენტის წევრები: 1990-2015. თბ., ISBN: 9789941081422