პაიჭაძე ავთანდილ სოლომონის ძე
პაიჭაძე ავთანდილ სოლომონის ძე

პაიჭაძე ავთანდილ სოლომონის ძე (23.XI.1923 - 11.IV.1995), ეკონომისტი, სპორტსმენი. დაამთავრა თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტი  (1963). საფეხბურთო კარიერა დაიწყო თბილ. ბავშვთა გუნდში-"აისში"; ახალგაზრდა ფეხბურთელი მოსკ. "შრომით რეზერვებში" მიიწვიეს (1944); თამაშობდა თბილ. საფეხბურთო გუნდებში - "კრილია სოვეტოვი" (1946-1947) და "სპარტაკი" (1948-1950). იყო "სპარტაკის" კაპიტანი და საუკეთესო ბომბარდირი; შემდეგ ჩაირიცხა თბილ. "დინამოში" (1951, 4 თამაში, 3 გოლი); საფეხბურთო კარიერის დამთავრების შემდეგ იყო საქართვ. ფეხბურთის ფედერ. პრეზიდიუმის წევრი; "საქსპორტვაჭრობის" დირექტორი; რესპუბ. მნიშვნელობის პერსონალური პენსიონერი; დაჯილდოებულია "პროფკოოპერაციის საპატიო ნიშნით", "საბჭოთა ვაჭრობის წარჩინებული ნიშნით", სპორტსაზოგადოება დინამოს "საპატიო სიგელით". თბილ. ცენტრ. სტადიონი, ბ. პაიჭაძის სახ. ,,დინამო არენა” მის სახელს ატარებს.