პაატაშვილი ვახტანგ
პაატაშვილი ვახტანგ

პაატაშვილი ვახტანგ აბრამის ძე (22.VI.1936, ქ. თბილისი - 10.XI.2017). ქართვ. მათემატიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი. დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახ. თსუ-ის მექან.-მათ. ფაკ-ტი (1960), ფიზ.-მათ. მეცნ. კანდ. (1963), ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (1986). მუშაობდა ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტში მკვლევარად (1963-1989), მეცნ. თანამშრომლად (1966-1986), წამყვან მეცნ. თანამშრომლად (1989-2017). პ. ვ. იყო ივ. ჯავახიშვილის  სახ. თსუ-ის სოხუმის ფილიალში მათ. ანალიზის კათედრის გამგე (1996-2005), სტუ-ის უმაღლ. მათ. კათედრის დოცენტი (1986-1991), სტუ-ის მათ. დეპარტ. პროფესორი (1991-2017). მისი სამეცნ. ინტე­რესების სფერო იყო სასაზღვრო ამოცანები ანალიზური და ჰარმონიული ფუნქციებისთვის. პ. ვ.-მ წარმატებით გამოიკვლია მნიშვნელოვანი ამოცანები, რ-იც ეხება ანალიზური  ფუნქციების სასაზღვრო ამოცანებს (რიმანის, რიმან-ჰილბერტის და სხვ.). აღსანიშნავია მისი შედეგები, რ-იც ეხება ამ ამოცანების შესწავლას ცვლადმაჩვენებლიან და გრანდ ფუნქციურ სივრცეებში. ის იყო საერთაშ. ჟურნ. Transactions of A. Razmadze Mathematical Institute სარედაქციო კოლეგიის წევრი, მოპოვებული აქვს 2 საერთაშ. გრანტი, იყო 2 დოქტორანტის ხელმძღვ..

თხზ.: Kokilashvili, V., Paatashvili, V. (2012) Boundary Value Problems for Analytic and Harmonic Functions in Nonstandard Banach Function Spaces. Nova Science Publishers, New-York, USA, 978-1619423015; Khuskivadze G.,  Kokilashvili, V., Paatashvili, V. (1998) Boundary Value Problems for Analytic and Harmonic Functions in Domains width Non-Smooth BoundariesApplications to Conformal Mappings. Mem. Differential Equations Math. Phys.  14, 1-195. ISSN 1512-0015.