ოვჩარენკო ქეთევან ოლეგის ასული
ოვჩარენკო ქეთევან ოლეგის ასული

ოვჩარენკო ქეთევან ოლეგის ასული (27.VIII.1947, თელავი). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1971). იმავე წლიდან დაიწყო მუშაობა თსუ-ში ფიზიკის ფაკ-ტის ნახევარგამტარების და დიელექტრიკების სამეცნ.-კვლ. ლაბორატორიაში ჯერ უფრ. ინჟინრის, შემდეგ კი მეცნ.-თანამშრომლის თანამდებობაზე. გამოქვეყნებული აქვს 12 სამეცნ. ნაშრომი. იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი თბილისში ჩატარებული საერთაშ. კონფერენციისა „ნახევარგამტარებისა და მონათესავე მასალების რადიაციული ფიზიკა“ (1979). მონაწილეობდა საერთაშ., საკავშირო და რესპუბლიკურ კონფერენციებში. გარდა სამეცნ. საქმიანობისა, ეწეოდა პედაგოგიურ მუშაობას: ხელმძღვანელობდა როგორც თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტის, ასევე ცხინვალისა და სოხუმის უმაღლ. სასწავლებლების სტუდენტებს საკურსო და სადიპლომო ნამუშევრების შესრულებაში.