ოტტე ანეტე
ოტტე ანეტე

ოტტე ანეტე (Otte Anette, 22.I.1953), თსუ-ის ინტერნაციონალიზაციაში შეტანილი წვლილისთვის გისენის უნ-ტის პროფესორს, მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება (27.VII.2015).

ო. ა.-მ მიუნხენის ტექნ. უნ-ტში მოიპოვა სამეცნ. ხარისხი სამეურნეო ეკოლოგიაში (1995), წარმატებით ჩააბარა პირველი სახელმწ. გამოცდა და მიიღო ბიოლოგის დიპლომი (1978).

ო. ა. მიიწვიეს გეობოტანიკის კათედრის ხელმძღვანელის (C4 ხარისხი) პოზიციაზე ჰალე-ვიტენბერგის უნ-ტში (2000), თუმცა შეთავაზებაზე უარი განაცხადა. იგივე მოხდა, როდესაც მეცნიერმა უარი თქვა ჰანოვერის ტექნ. უნ-ტის მცენარეთა გამოყენებითი ეკოლოგიის (C3 ხარისხი) კათედრის პროფესორის თანამდებობაზე (1991).

ო. ა. სასოფლო-სამეურნეო ეკოლოგიისა და დაგეგმარების პროფესორია (C4 ხარისხი, იუსტუს ლიბიგის უნ-ტი, გისენი სასოფლო-სამეურნეო მეცნიერებების, ეკოტროპოლოგიისა და გარემოს დაცვის  მენეჯმენტის კათედრა, 1995). იგი მიუნხენის ტექნ. უნ-ტში მცენარეთა ეკოლოგიის კათედრის სასოფლო-სამეურნეო და მებაღეობის განყ-ში მუშაობდა მეცნიერ-ასისტენტისა და უფროსი ასისტენტის სტატუსებით (1986-1994).