ორმოცაძე გიორგი ლევანის ძე
ორმოცაძე გიორგი ლევანის ძე

ორმოცაძე გიორგი ლევანის ძე  (14.I.1956, თბილ.), დაამთავა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი მაღალი ენერგიების ბირთვული ფიზიკის სპეციალობით (1978). იმავე წელს მუშაობა დაიწყო  ივ. ბერიტაშვილის სახ. ფიზიოლოგიის ინტ-ში.  მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკადემიის რადიობიოლოგიისა და რადიაციული ეკოლოგიის ს/კ ცენტრში უჯრედის რადიობიოლოგიის ლაბორ. ხელმძღვანელის თანამდებობაზე (1994-2006),  და სსიპ რადიობიოლოგიისა და რადიაციული ეკოლოგიის ს/კ ცენტრის  დირექტორის მოვალეობის შემსრულებელებლად და დირექტორად (2006-2010). დღემდე მუშაობს  ივ. ბერიტაშვილის ექსპერ. ბიომედიცინის ცენტრში რადიაციული უსაფრთხოების პრობლემათა ლაბორ. ხელმძღვანელის თანამდებობაზე (2010-დან). საკანდიდატო დისერტაცია ეძღვნება ბიოლოგიურ მემბრანათა რადიაციული დაზიანების მექანიზმების კვლევას (1991). მინიჭებული კვალიფიკაცია - ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, სპეციალობა - ბიოფიზიკა (0300.02). სადოქტორო დისერტაცია ეძღვნება მაიონიზებელი რადიაციისადმი კრიტიკული სისტემის - წითელი სისხლის სისტემის რადიაციული დაზიანების მექანიზმებს, მინიჭებული კვალიფიკაცია - ბიოლოგიურ მეცნ. დოქტორი, სპეციალობა-ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგია (1996). კვლევის მიმართულებები: რადიობიოლოგია და რადიაციული დაცვა, გარემოს ბიომედიცინა. 100-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის ავტორი და თანაავტორი. სამედ. რადიოლოგიაში, რადიაციულ დაცვასა და სისტემურ ბიომედიცინაში საერთაშ. კონფერენციების ორგანიზატორი და თანაოგრანიზატორი.