-
ავტორი
- კატეგორიები: დამეგობრებული სტრუქტურული ერთეული
ორეგონის უნივერსიტეტი, არის წამყვანი საჯარო კვლევითი უნ-ტი (დაარსების წელი 1876), რ-იც მდებარეობს ქ. იუჯინში, აშშ-ის ორეგონის შტატში. ცნობილია თავისი ძლიერი პროგრამებით ჟურნალისტიკის, არქიტ. და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით. უნტ-ში 20 000-ზე მეტი ბაკალავრიატი და 3 000-ზე მეტი მაგისტრანტი სწავლობს. უნ-ტი სტუდენტებს თავის ცხრა სკოლასა და კოლეჯში 420-ზე მეტ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამას სთავაზობს. ყველაზე მაღალი რეიტინგით გამოირჩევა შემდეგი მიმართულებები: განათლება და სპეც. განათლება, სპორტის ბიზნესი, იურისპრუდენცია (განსაკუთრებით გარემოსდაცვითი სამართლისა და იურიდ. წერის კუთხით), ლანდშაფტური არქიტექტურა. უნ-ტი ამერიკის უნ-ტების ასოციაციის წევრია, ორგანიზაცია, რ-იც ქვეყნის თითქმის 70 წამყვან კვლევით უნ-ტს აერთიანებს. უნ-ტი დამეგობრებულია თსუ-სთან.