-
ავტორი
- კატეგორიები: გეოგრაფი ეკონომისტი პოლიტიკოსი კურსდამთავრებული საქართველოს პარლამენტის წევრი
ონოფრიშვილი დავით თენგიზის ძე (08.I.1961), გეოგრაფი, ეკონომისტი, მეცნიერი, პოლიტიკოსი. დაამთავრა თსუ-ის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკ-ტი, ეკონ. და სოც. გეგორაფიის სპეციალობით (1984); რუს. სახ. მეურნეობის პროგნოზირების ინ-ტის ასპირანტურა (1991); ნიუ იორკის კოლუმბიის უნ-ტი სპეციალობით - საერთაშ. ურთიერთობების მაგისტრი (1994). იყო თბილ. ინსტრუმენტალური ქარხნის მუშა (1978-1979); სახ. მეურნეობის მართვის ინ-ტის მეცნიერ-თანამშრომელი (1984-1987); მცირე სამეწარმეო გაერთიანება კონცერნი "საქართველოს" ტურიზმის სექტორის უფრ. (1991); ბუნებრივი რესურსების მართვის ინ-ტის ლექტორი (1992); კონცერნ "საქართველოს" უცხოეთთან ურთიერთობის განყ-ბის გამგე; ფინანსთა სამინისტროს უცხოეთთან ურთიერთობის განყ-ბის გამგის მოადგილე (1993), სახელმწ. კანცელარიაში ეკონ. განყ-ბის წამყვანი სახელმწ. მრჩეველი; მსოფლიო ბანკის ექსპერტი-კონსულტანტი (ვაშინგტონი, 1994-1995); საქართვ. მე-4 მოწვევის პარლამ. წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართვ. მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: პარტ. სიით (1995-1998); საქართვ. ფინანსთა მინისტრი (1998-2000); ს.ს. "ქართული ფილმი" სამეთვალყურეო საბჭოს თავ-რე (2001-2002); შპს "სახელმწიფო მარეგულირებელი საბჭო" - გენ. დირექტორი (2001-2008); შპს "საქართველოს სალიზინგო კომპანია" - გენ. დირექტორი (2001-2004); ვანდერბილთის უნ-ტის ასოცირებული პროფესორი (აშშ, 2003-2004); შპს საქართვ. რკინიგზის გენ. დირექტორი (2004-2005); შპს "დიჯი ინვესტი" - სამეთვალყურეო საბჭოს თავ-რე (2008-2009); პარტია თავისუფალი დემოკრატების ეკონ. საბჭოს თავ-რე (2009-2012); ვაშინგტონის უნ-ტის მიწვეული პროფესორი (2012); საქართვ. მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №30 კასპის საარჩევნო ოლქიდან (2012-2016); სსიპ საქართვ. დაზღვევის სახელმწ. ზედამხედველობის სამსახურის უფრ.; ეკონ. მეცნ. დოქტორი (2019 ).
ლიტ.: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. თბ., 1996-1997. თბ., დიოგენე, 1997; ამირხანაშვილი, კ. (2015). საქართველოს პარლამენტის წევრები: 1990-2015. თბ., ISBN: 9789941081422