-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
ონიკაშვილი მერი გიორგის ასული (11.VIII.1930, თბილ. – 27.XII.2008, თბილ.). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1953). მუშაობდა ფიზიკის ფაკ-ტის ზოგადი ფიზიკის კათედრის უფრ. ლაბორანტად(1953-დან) და იმავე კათედრაზე ასისტენტად (1960-დან). იყო მისაღები საგამოცდო კომისიის წევრი, ატარებდა კონსულტაციებს აბიტურიენტებთან, აწყობდა ცდების დემონსტრირებას სხვადასხვა სკოლებისათვის. ასრულებდა სხვადასხვა საზოგადოებრივ დატვირთვას: იყო კათედრის მდივანი, აკად. ჯგუფის კურატორი. მან ხუთჯერ გაირა უმაღლ. სკოლის მასწავლებელთა ამაღლების ფაკ-ტი: 2-ჯერ მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახელმწ. უნ-ტში (1978 და 1981), ერთხელ მოსკოვის საინჟინრო-ფიზიკურ ინ-ტში (1973) და 2-ჯერ თსუ-ში. პარალელურად ეწეოდა სამეცნ.-კვლ. მუშაობას ნახევარგამტარების პრობლემურ ლაბორატორიაში. იყო რამდენიმე სამეცნ. სტატიის ავტორი.