ონიკაშვილი გურამ გიორგის ძე
ონიკაშვილი გურამ გიორგის ძე

ონიკაშვილი გურამ გიორგის ძე (5.I.1943, თბილისი-11.II.2019, თბილისი). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი რადიოფიზიკოსის სპეციალობით (1965). მუშაობდა თსუ-ის რადიოფიზიკის ლაბორატორიაში, პარალელურად კი ტაბახმელის  ლაბორატორიაში (1965-1966). მოღვაწეობდა ნახევარგამტარების ინ-ტში,  სადაც მას განყ-ბის უფროსის თანამდებობა  ეკავა (1966-1976). შემდგომ გააგრძელა მუშაობა სამეცნ.-კვლ. ინ-ტში (მიონის ქარხანა), სადაც ხელმძღვანელობდა ნახევარგამტარების განყ-ებას (1976-1986), შემდეგ კი   დაინიშნა  ამავე ინ-ტის  დირექტორის მოადგილედ (1986-1990).