ონიანი ნატო ჟორას (გიორგი) ასული
ონიანი ნატო ჟორას (გიორგი) ასული

ონიანი ნატო ჟორას (გიორგი) ასული (23.VII. 1961, ქობულეთი), ჟურნალისტი, საქართვ. ჟურნალისტთა ფედერაციის წევრი. დაამთავრა თსუ-ის ჟურნალისტიკის ფაკ-ტი (1985). იყო საქართვ. რადიოს პოლიტ. გადაცემათა რედაქციის რედ. (1985); პროგრამა "პიკის საათის" რედ. და ინფორმაციის რედაქციის მთ. რედ. მოადგილე (1989-1992); ტელეკომპანია II არხის ინფორმაციის რედაქციის მთ. რედ. (1992-1996); პირველი არხის ინფორმაციის რედაქციის მთ. რედ. (1996); რელიგიის საკითხთა სახელმწ. სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის მთ. სპეციალისტი.

ლიტ.: ონიანი ნატო. ვინ ვინაა საქართველოში: 1998-1999: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. თბ., 1999, გვ. 264.