-
ავტორი
- კატეგორიები: ენათმეცნიერი ქართველოლოგი ფილოლოგი
ონიანი ალექსანდრე (1926, სოფ. სასა, ლენტეხის რაიონი) ენათმეცნიერი, ქართველოლოგი, მეცნიერი, პედაგოგი, ფილოლოგი. დაამთავრა თსუ (1949). მუშაობდა ჟახუნდრის საშ. სკოლის ქართ. ენისა და ლიტ-რის მასწავლებლად (1949-1951); იყო თსუ-ის ზოგადი ენათმეცნ. კათედრის ასპირანტი (1951-1954); მუშაობა დაიწყო საქართვ. მეცნ. აკად. ენათმეცნ. ინ-ტში (1956-დან), სადაც სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა; სამოციანი წლებიდან მოყოლებული იგი მუშაობდა აგრეთვე თსუ-ის ძვ. ქართ. ენისა და სულხან-საბა ორბელიანის სახ. პედ. ინს-ტის ქართ. ენის კათედრაზე; ამ უკანასკნელს ხელმძღვანელობდა, როგორც კათედრის გამგე (1996-2003); მიჰყავდა სალექციო კურსები: თანამედროვე ქართ. ენა, ქართველოლოგიის შესავალი, სვან. ენა, ენათმეცნ. შესავალი, ზოგადი ენათმეცნ. და სხვა; სიცოცხლის ბოლომდე, როგორც საპატიო პროფ., კითხულობდა ლექციებს ი. ჭავჭავაძის სახელმწ. უნ-ტში; ქართველოლოგიურ მეცნიერებას მიუძღვნა სხვადასხვა მონოგრაფია, რომელთა შორის აღსანიშნავია: „ქართული იდიომები“ (1966), „ქართველურ ენათა ისტორიული მორფოლოგიის საკითხები“ (1978), „ქართველურ ენათა შედარებითი გრამატიკის საკითხები“ (1989), „სვანური ენა“ (1998), რ-იც გერმან. ენაზე თარგმნა გერმანელმა ქართველოლოგმა ჰაინც ფენრიხმმა და იენში გამოსცა ფრიდრიხ შილერის უნ-ტმა (2005), „თანამედროვე სალიტერატურო ენა“ (2003) და სხვა. გახდა ფილოლ. მეცნ. კანდიდატი (1956), ფილოლ. მეცნ. დოქტ. (1973). მისი სადოქტორო დისერტაციის თემა იყო: „ქართველურ ენათა დიაქრონიული მორფოლოგიის საკითხები“ (1973). ო. ა. იყო აფხაზეთის რეგიონალრი აკად. აკადემიკოსი. მას გადასცეს ღირსების ორდენი (2000), აკაკი შანიძის სახ. პრემია (2001).
თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): ონიანი, ა. (1966). ქართული იდიომები. ნაკადული; ონიანი, ა. (1978). ქართველურ ენათა ისტორიული მორფოლოგიის საკითხები: ზმნის პირი, რიცხვი, ინკლუზივ-ექსკლუზიევი. განათლება; ონიანი, ა. (1989). ქართველურ ენათა შედარებითი გრამატიკის საკითხები (სახელთა მორფოლოგია): დამხმ. სახელმძღვ. პედ. ინ-ტების ფილოლ. ფაკ-ტის სტუდენტებისათვის. განათლება.