ონაშვილი ნათელა ნიკოლოზის ასული
ონაშვილი ნათელა ნიკოლოზის ასული

ონაშვილი ნათელა ნიკოლოზის ასული (21.X.1934, თბილისი-2005), ლიტერატურათმცოდნე, მწერალი, პოეტი, პროზაიკოსი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ-ტი (1955). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „გრიგოლ აბაშიძის პოემები“და მიენიჭა ფილოლ. მეცნ. კანდ. წოდება (1969). მუშაობდა გორის ნ. ბარათაშვილის სახ. პედ. ინ-ტის, თბილ. სულხან-საბა ორბელიანის სახ. პედ. ინ-ტის ლიტერატურის კათედრებზე დოცენტის თანამდებობაზე. საქართვ. მეცნ. აკადემიის ქართ. ლიტერატურის ინ-ტის უფრ. მეცნიერ-თანამშრომლად, ილ. ჭავჭავაძის სახ. უცხო ენეთა და კულტ. უნ-ტში დოცენტად. გამოიცა მისი პირველი მოთხრობათა კრებ. ,,პატარა მოთხრობები“ (1958). ავტორია ლექსისა "თუ ასე ტურფა იყავი...", რომლის სტრიქონებზე შექმნილი სიმღერა განსაკუთრებით პოპულარული გახდა ჰ. გონაშვილის შესრულების შემდეგ.

თხზ.: ონაშვილი, ნ. (1977).  გიგოლ აბაშიძის პოემები: ლიტერატურული ნარკვევი. თბ., მერანი; ონაშვილი, ნ. (1977). საბრალდებო დასკვნა: მხატვრულ-დოკუმენტური მოთხრობა. თბ.; ონაშვილი, ნ. (1979). ქმნა მართლისა სამართლისა: მხატვრულ-დოკუმენტური მოთხრობა. თბ.; ონაშვილი, ნ. (1985). მანძილი მიწამდე: რომანი. მოთხრობები. თბ., მერანი; ონაშვილი, ნ. (1998).  გოდება: ლექსები. თბ.; ონაშვილი, ნ. (2002).  მანძილი ზეცამდე: ბიოგრაფიული თხზულება. თბ.