ომიაძე ვარლამ ამბაკოს ძე
ომიაძე ვარლამ ამბაკოს ძე

ომიაძე ვარლამ ამბაკოს ძე (21.XI.1916, ამბროლაურის რ-ნი, სოფ. ძირაგეული - 13.XII 1991), ეკონომისტი, მეცნიერი, ეკონომიკის მეცნ. კანდიდატი, დოცენტი. დაამთავ­რა მოსკოვის ეკონომიკურ-სტატ. ინ-ტი (1941). მონაწილეობდა II მსოფლიო  ომში. მუშაობდა საქართვ. სტატისტიკის სამმართველოში - ეკონომისტად, სტატისტიკურ ტექნიკუმში, საფინანსო-ეკონომიურ ინ-ტში მასწავლებ­ლად. იყო თსუ-ის სტატისტიკის კათედრის უფრ. მასწავლებლებელი (1956-დან), დოცენტი (1973-დან). დაიცვა დისერტაცია თემაზე: „წარმოების ეფექტიანობის ზოგიერთი მაჩვენებელი საქართველოს სსრ მანქანათმშენებელ საწარმოებში“(1968). გამოქვეყნებული აქვს 80-მდე სამეცნ. ნაშრომი, რომელთა ძირითად ნაწილში განალიზებულია სტატისტიკის საკითხები.

თხზ. ომიაძე, ვ. (1973). საქართველოს მანქანათმშენებლობა ეკონომიური რეფორმის პირობებში. თბ., საბჭ. საქართვ.; ომიაძე, ვ. (თანაავტორი). (1983). ვაჭრობის სტატისტიკა. თბ., უნ-ტის გამ-ბა; ომიაძე, ვ. (1985). მატერიალურ-ტექნიკური მომარაგებისა და გასაღების სტატისტიკა. თბ., უნ-ტის გამ-ბა; ომიაძე, ვ. (1986). მრეწველობის სტატისტიკა. თბ., უნ-ტის გამ-ბა; ომიაძე, ვ. (1986). სსრკ ეროვნული სიმდიდრის სტატისტიკა. თბ., უნ-ტის გამ-ბა.