-
ავტორი
- კატეგორიები: ფილოლოგი ენათმეცნიერი ასოცირებული პროფესორი
ომიაძე სალომე თენგიზის ასული (30.III.1969, თბილისი), ენათმეცნიერი, თსუ-ის ასოცირებული პროფესორი (2006). დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ-ტის ქართველურ ენათა განყ-ბა (არნ. ჩიქობავას სახ. პირველი სტიპენდიატი, 1991), ასპირანტურა (1994), დოქტორანტურა (2006). გახდა ფილოლ. მეცნ. კანდ., დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე:,,სიტყვათა სემანტიკური ჯგუფები და შეუძლებელი შეხამებანი თანამედროვე პოეზიის ენაში“ (1995), ფილოლ. მეცნ. დოქტ. (2006), თსუ-ის დოცენტი (2001). იყო თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტის ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭოს თავ-რე (1995-2002), თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის დარგობრივი საგამომცემლო კომისიის წევრი (2006-დან); საქართვ. საზ. საქმეთა ინ-ტის (GIPA) ასოცირებული პროფესორი (2004-2007), პროფესორი (2007-2009); კავკასიის უნ-ტის ასოცირებული პროფესორი (2008-2016). არის თსუ-ის არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინ-ტის მთ. მეცნიერ თანამშრომელი (2011-იდან), ზოგადი ენათმეცნიერების განყ-ბის ხელმძღვ. (2021-დან), ინ-ტის სამეცნ. საბჭოს წევრი (2018-დან); ერთიანი ეროვნ. და პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდების სააპელაციო კომისიათა წევრი (თანათავმჯდომარე; თავ-რე, 2010-დან); საქართვ. განათლებისა და მეცნ. სამინისტროს მიერ განხორციელებული ქართ. ენის სწავლებასთან დაკავშირებული პროექტების ექსპერტი (2006-2020); სმენის დარღვევის მქონე პირთა განათლებასთან დაკავშირებული პროექტების ექსპერტი (2012-2016); საქართვ. ვ. ბერიძის სახ. ტერმინოლოგიის ასოციაციის წევრი (2018-დან); საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. სტიპენდიატი (2016-2021). ო. ს. სხვადასხვა დროს თსუ-ში კითხულობდა საუნივერსიტეტო კურსებს: ქართ. ენის მორფოლოგიას, ქართ. ენის სინტაქსს, ქართ. ენის სტილისტიკას, ქართ. მეტყველების კულტურას, მასმედიის ენას, ქართ. ლექსიკოლოგიას, გამოცემის ფილოლოგიას, ლინგვოკულტუროლოგიის საფუძვლებს და სხვ. ო. ს-მ შექმნა სამაგისტრო მოდული „ქართული ენის პრაგმატიკა“ (2008), რომლის ფარგლებშიც უძღვება საავტორო კურსებს: ლინგვოკულტუროლოგიას, ქართ. მედიადისკურსს, ქართ. ლინგვოკულტურულ სივრცეს, ქართ. ენის ფუნქციურ სტილისტიკასა და სემიოტიკას. ო. ს-ს სამეცნ. ინტერესთა სფერო ფართოა, მისი სტატიები ეძღვნება ქართ. ენის მორფოლოგიის, სინტაქსის, სტილისტიკის, პრაგმატიკის საკითხებს, აგრეთვე, ლინგვოკულტუროლოგიის, სემიოტიკის, კოგნიტიური ლინგვისტიკის, ლიტერატურათმცოდნეობისა და პედაგოგიკის პრობლემატიკას. მისი მონოგრაფია „ქართული დისკურსის კულტუროლოგიური პარადიგმა“ (2009) ქართ. ლინგვოკულტურული სივრცის პირველი გამოკვლევაა, რ-შიც გამოვლენილი, გაანალიზებული და კლასიფიცირებულია ქართ. დისკურსის კულტურულ-სპეციფ. კომპონენტები, წარმოდგენილია მხატვრული დისკურსის ლინგვოკულტუროლოგიური ანალიზი ეროვნ. იდენტიფიკაციასთან მიმართებით, პირველად არის მეცნიერულად შესწავლილი ქართ. ინვექტივა, მისი ტიპები, გაანალიზებულია ობსცენური ლექსიკა, განსაზღვრულია ამ ტიპის ლექსიკის როლი ვერბალურ აგრესიაში. ო. ს. ავტორია 100-ზე მეტი სამეცნ. სტატიისა, რომელთა დიდი ნაწილი ქართ. გლუტონიური (გასტრონომიული) დისკურსის კვლევას უკავშირდება: „გლუტონიმთა კონოტაციური ასპექტისათვის ქართულ ლინგვოკულტურაში“ (2018); „კაზმვა“ /„კმაზვა“ – ფონეტიკური ცვლილებიდან მნიშვნელობის დიფერენცირებამდე“ (იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება, №47, 2019); „ლექსემა პურის სინტაგმატურ-დერივაციული ველი“ (ტერმინოლოგიის საკითხები, №IV, 2020); „გლუტონიმები ქართული ინვექტიური დისკურსის კომპონენტებად“ (2021); „კვეთი, ყველი – მსგავსი მოტივაციის მქონე ორი ლექსემა-ტერმინი“ (ტერმინოლოგიის საკითხები, №5, 2022); „ბარბარე ჯორჯაძის კულინარიული მეტროლოგია“ (2023); „ბაგრატ ბატონიშვილის სამზარეულოს წიგნი ლინგვოკულტუროლოგიური ასპექტით“ (კულტურათაშორისი დიალოგები, №7, 2023). ო. ს-ს შექმნილი აქვს ქართ. ენისა და ლიტერატურის სასწ. პროგრამა საზღვარგარეთ არსებული საკვირაო სკოლებისათვის (2010), ჟესტური ენის სწავლების მეთოდოლოგიაზე დამყარებული ფილმის სცენარი (2015), კონცეფცია „ბილინგვური სკოლამდელი განათლება ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში“ (თანაავტ. თ. ჯაყელი, 2017); იგი ავტორია (თანაავტორია) 12 სახელმძღვანელოსი და 3 ლექსიკონისა. ო. ს. 30-ზე მეტი წიგნისა და სამეცნ. შრომათა კრებულის რედაქტორი და რედკოლეგიის წევრია. მათ შორის აღსანიშნავია გ. კვარაცხელიას მონოგრაფია „დედაენა – დვრიტა ქართული ეროვნული სულისა“ (2024), რ-იც ავტორის გარდაცვალების შემდეგ ო. ს-ს სამეცნ. რედაქტორობით გამოიცა. ო. ს-ს საზ.-პოლიტ., ლიტერატურულ და საბავშვო ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებული აქვს სამეცნ.-პოპულ. წერილების ციკლი „კომუნიკაცია“; სახალისო გრამატიკა; შემეცნებითი ენობრივი თამაშები სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისათვის; ერთი რომანი; 7 მოთხრობა და 100-ზე მეტი საბავშვო ლექსი.
თხზ.: ომიაძე, ს. (2015). თოვლის ბაბუა:[მოთხრობა]. თბ.,ISBN 9789941943942; ომიაძე, ს. (2009). ქართული დისკურსის კულტუროლოგიური პარადიგმა. ISBN 9789941015090; ომიაძე, ს. (2015). ლამაზი ტანსაცმელი:[მოთხრობა]. თბ., ISBN 9789941943928; ომიაძე, ს. (2015). საჭმელი:[მოთხრობა]. თბ., ISBN 9789941943935; ომიაძე, ს. (2025). ქართული ენათმეცნიერების მოამაგენი: თინათინ შარაძენიძე. თსუ გამ-ბა. ISBN 9789941363457.