ომანაძე როლანდ შალვას ძე
ომანაძე როლანდ შალვას ძე

ომანაძე როლანდ შალვას ძე (07.VII.1950,  სოფ. ზუბი, ცაგერის მუნიციპალიტეტი), მათემატიკოსი. თსუ-ის პროფესორი. ფიზ.-მათ მეცნ. დოქტორი (1993).   დაამთავრა თსუ-ის მექან.-მათ. ფაკ-ტი (1966) და ასპირანტურა (1974). პროფესორი (1998). ის არის პირველი ქართვ., რ-მაც მეცნ. დოქტორის ხარისხი დაიცვა მათ. ლოგიკაში (ს. სობოლევის სახ. მათემატიკის ინ-ტი., ნოვოსიბირსკი, რუსეთი). სიმბოლური ლოგიკის საერთაშ. ასოციაციის წევრი და საერთაშ. ასოციაციის  „გამოთვლადობა ევროპაში“ წევრი. დაჯილდოებულია თსუ-ის ოქროს მედლით (2020). მუშაობდა თსუ-ის ი. ვეკუას სახ. გამოყენებითი მათ. ინს-ტში უმცროს, უფრ. და წამყვან მეცნიერ-თანამშრომლად (1977-2006). არის თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის ალგებრა-გეომეტრიის კათედრის სრული პროფესორი და კათედრის გამგე (2006-2009). არის ამავე ფაკულტტეტის პროფესორი, მათ. ლოგიკის და დისკრეტული სტრუქტურების კათედრის გამგე (2009-დან). მისი სამეცნ. ინტერესებია: გამოთვლადობის (რეკურსიის) თეორია, მათ. ლოგიკა, სიმრავლეთა თეორია, მესერთა თეორია. ძირითადი შრომები ეხება რეკურსიულად გათვლად სიმრავლეთა სტრუქტურულ თვისებებს და სხადასხვა სახის ალგორითმული დაყვანადობით განსაზღვრული  ამოუხსნადობის ხარისხთა სტრუქტურების კვლევას.