-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი ასოცირებული პროფესორი
ოქრუაშვილი ნანული ნიკას ასული (13.VI.1968, ახალგორი), თსუ-ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის მარკეტინგის კათედრის ასოცირებული პროფესორი. დაამთავრა თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტი (1990) და საქართვ. მეცნ. აკადემიის პ. გუგუშვილის სახ. ეკონ. ინ-ტის ასპირანტურა ეკონ. თეორიის სპეციალობით (1994). საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა თემაზე: „საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბების სოციალური ასპექტები“ (1995). მუშაობდა: თბილ. ეკონ. ურთიერთობათა სახელმწ. ინ-ტში დოცენტად, კათედრის გამგედ, მიმართულების ხელმძღვანელად (1995-2005), თბილ. ეკონ. ურთიერთობათა სახელმწ. უნ-ტში მთ. სპეციალისტად, მენეჯმენტისა და მარკეტინგის კათედრის ასოც. პროფესორად და კათედრის გამგედ (2005-2011), პროგრამული მიმართულების სრულ პროფესორად და მიმართულების ხელმძღვანელად. იგი თსუ-ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის სასწ. პროცესის მართვის მთ. სპეციალისტი და ტურიზმის საერთაშ. სკოლის მიწვეული პედაგოგია (2011-დან), პარალელურად კავკასიის საერთაშ. უნ-ტის ასოცირებული პროფესორია. ამჟამად თსუ-ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის მარკეტინგის კათედრის ასოცირებული პროფესორია (2012-დან). აქტიურად მონაწილეობს საგრანტო პროექტებში, კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებსა და ტრენინგებში, საერთაშ. კონფერენციებში. არის მრავალი სტატიის ავტორი და თანაავტორი. გამოაქვეყნა 70-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომი.
თხზ.: ოქრუაშვილი, ნ. (თანაავტორი). (2016). ადამიანური კაპიტალის მარკეტინგი-ქვეყნის ინოვაციური განვითარების უმთავრესი ფაქტორი. ეკონომიკა N 10. თბ. უნ-ტის გამ-ბა; ოქრუაშვილი ნ. (2023). დისკრიმინაცია საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში და მისი შეცირების გზები. თბ.