ოქროცვარიძე თენგიზ ვარლამის ძე
ოქროცვარიძე თენგიზ ვარლამის ძე

ოქროცვარიძე თენგიზ ვარლამის ძე (28.VIII.1953, სოფ. პატარძეული, საგარეჯოს რ-ნი), ეკონომისტი, პოლიტიკოსი. დაამთავრა თსუ-ის ვაჭრობის ეკონ. და საქონელმცოდნეობის ფაკ-ტი (1976).  იყო საგარეჯოს რ-ნის სოფ. პატარძეულის მეცხვარეობის მეურნეობის მთ. ეკონომისტი (1976-1979); საქართვ. ვაჭრობის სამინისტროს რევიზორი; უფრ. კატეგორიის რევიზორი; წამყვანი რევიზორი (1979-1993); საქართვ. კონტროლის პალატის ინსპექტორი (1993-1994); კახეთის რეგიონის კონტროლის პალატის თავ-რის მოადგილე (1994-1997); საგარეჯოს რ-ნის გამგებელი (1997-2003); საქართვ. მე-6 მოწვევის პარლამ. წევრი, საარჩევნო ბლოკი:"ახალი საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №11 საგარეჯოს საარჩევნო ოლქიდან (2004-2008); საქართვ. მე-6 მოწვევის პარლამ.  საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი (2004-2008); საქართვ. მე-6 მოწვევის პარლამ.  ფრაქცია "დამოუკიდებელი მაჟორიტარები"-ს წევრი (2004-2008).

თხზ.: ოქროცვარიძე, თ. (თანაავტორი). (2014). ღირსეული მასწავლებელი: წიგნში: გზა... ვარდისფერი: [წიგნი-ალბომი]. ნაწ. 2. თბ., ISBN 9789941065613.