ოდიშელიძე ნანა თენგიზის ასული
ოდიშელიძე ნანა თენგიზის ასული

ოდიშელიძე  ნანა თენგიზის ასული  (10. IV. 1965, ქ. თბილისი), მათემატიკოსი, თსუ-ის დოცენტი (2002). დაამთავრა: კომაროვის სახ. ფიზ.-მათ. სკოლა (1982), თსუ-ის კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათ. ფაკ-ტი (1982-1987) და ამავე უნ-ტის მიზნობრივი დასწრებული ასპირანტურა   „გამოთვლითი მათემატიკის სპეციალობით“ (1987-1990), ფიზ.-მათ. მეცნ. კანდ. სადისერტაციო თემა: „ოპტიმალური მართვის ამოცანის ამოხსნის სხვაობიანი სქემები მეორე რიგის ელიფსური განტოლებებისათვის არალოკალური სასაზღვრო პირობებით“ (1995), იყო: თსუ-ის უმცროს მეცნიერ-თანამშრომელი (1990-1991), თსუ-ის საინფორმაციო გამოთვლითი ცენტრის გამოყენებით  გამოკვლევათა სექტორის I-კატეგორიის მათემატიკოსი (1991-1997), თსუ-ის კიბერნეტიკისა და კომპიუტერულ მეცნ. ფაკ-ტის მათ. მოდელირების სასწ. სამეცნ. ცენტრის უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი, დოცენტი (1997-2006), საქართვ. საერთაშ. ურთიერთობათა უნ-ტის ზოგად საუნივერსიტეტო დეპარტ. საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულების ასოცირებული პროფესორი (2010-2011), „სან-დიეგოს სახელმწ. უნ-ტი საქართველოს”  დისკრეტული მათ. სპეციალობაზე ინსტრუქტორი (2015-2019), თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის ინტერდისციპლინარული (მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერებები) კათედრის: მათ. ლოგიკა და დისკრეტული სტრუქტურები ასისტენტ-პროფესორი (2006-2020), თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის  კომპიუტერულ მეცნ. დეპარტ. თეორ. ინფორმატიკის კათედრის  ასისტენტ-პროფესორი   (2021 -დან). მის  სამეცნ. ინტერესებს წარმოადგენს  უწყვეტ გარემოთა მექანიკის ამოცანები, ბრტყელი დრეკადობის თეორიის და ფირფიტის ღუნვის ამოცანები, საკონტაქტო ამოცანები, თანაბრად მტკიცე ხვრელების აგება ბრტყელი დრეკადობის თეორიის და ფირფიტის ღუნვის შერეული ამოცანებისათვის, ბლანტი დრეკადობის თეორიის წებოვანი საკონტაქტო ამოცანები, ოპტიმ. მართვის ამოცანების კვლევა, ელიფსური  კვლევა, ელიფსური ტიპის ამოცანები არალოკალური სასაზღვრო პირობებით. მას წაკითხული აქვს ლექციები თსუ-ში: ‘‘ლექციათა ციკლი საბავშვო უნივერსიტეტის ფარგლებში’’.  გამოქვეყნებული აქვს  სტატია თსუ-ის სამეცნ.-პოპულ. ჟურ. ‘‘მათემატიკა’’. მას მიღებული აქვს:  საქართვ. ეროვნ. სამეცნ. ფონდის რამდენიმე გრანტი, მალაგის უნ-ტის ანდალუსიის (ესპანეთი) მთავრობის გრანტები  (2000, 2005, 2006-2012), აგრეთვე სამეცნ. გრანტები: სან დიეგოს სახელმწ. უნი-ტი (SDSU), ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართვ. უმაღლ. განათლების კომპონენტისუმაღლესი განათლების კომპონენტისუმაღლესი განათლების კომპონენტის ფარგლებში (MCA Georgia), (2014). ის  დაჯილდოვებული იყო პრეზიდენტის სტიპენდიით  (1997-2000).

თხზ.: ოდიშელიძე,  ნ. (თანაავტორი). (2011); Microsoft Excel: სახელმძღვანელო. თბ. ISBN 9789941031755; Odishelidze, N. (თანაავტორი). (2023). The adhesive contact problem for a piecewise-homogeneous orthotropic plate with an elastic patch, Mathematics and Mechanics of Solids 28 (8), pp.1798-1808; Odishelidze, N. (თანაავტორი). (2025). Dynamical boundary value problem for a viscoelastic half-space with cut, Zeitschrift für angewandte Mathematik und Physik 76 (2), p.49.