ოდიშარია ვლადიმერ
ოდიშარია ვლადიმერ

ოდიშარია ვლადიმერ შოთას ძე. (17.VII.1962, სენაკის რაიონი), მათემატიკოსი. თსუ-ის ასისტენტ პროფესორი, ფიზ.-მათ. მეცნ. კანდიდატი  (1992).  დაამთავრა: სენაკის N 7 საჯარო სკოლა (1979),  თსუ-ის კიბერნ. და გამოყენებითი მათ. ფაკ-ტი (1980-1985), კვალიფიკაცია -მათემატიკოსი,  თსუ-ის ასპირანტურა (1990-1992). თსუ-ში  იყო: ფიზ. კიბერნ. პრობლემური ლაბორ. ინჟინერი (1992 -1995),  უფრ. მასწავლებელი (1995-1999), დოცენტი (1999-2006), თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის  მათ. ლოგიკის და დისკრეტული სტრუქტურების კათედრის ასისტენტ პროფესორი, აკად. დოქტორი (2006). ინტერესის სფეროები: რთული სისტემების მართვის მათ. მოდელებისა და შედეგად მიღებული არაწრფივი ამოცანების რიცხვითი რეალიზაცია,  მათ. მოდელები იმუნოლოგიაში. გარდა ამისა მის  სამეცნ. ინტერესის სფეროს წარმოადგენს მათ. ისეთი მიმართულებები როგორიცაა დიფერენციალური განტოლებები,  რიცხვითი ალგორითმები, იტერაციული პროცესები და მათი კრებადობის საკითხები. არის საერთაშ. პუბლიკაციების ავტორი და რეიტინგული კონფერენციების მონაწილე, „საქართველოს ბიომათემატიკოსთა ასოციაციის“ თანადამფუძნებელი (2016), აქტიური წევრი და მის ფარგლებში სხვადასხვა პროექტის ხელმძღვ.