ოდილავაძე დავით თეიმურაზის ძე
ოდილავაძე დავით თეიმურაზის ძე

ოდილავაძე დავით თეიმურაზის ძე (05.I.1954, თბილისი), დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1976); ფიზიკოსი, დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე:,,Физические модели  магнитотеллурического поля территории Грузии“ (1989) და მიენიჭა ფიზ.-მათ. მეცნ. კანდიდატის წოდება; აკად. დოქტორი (2007); მუშობს გეოფიზიკის ინ-ტში (1978-დან). იყო ჯერ მეცნიერ-თანამშრომელი (1989), სემდეგ კი უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (2005). გამოქვეყნებული აქვს სტატიები სხვადასხვა სამეცნ. ჟურნალებში: ,,სამშენებლო ობიექტებზე გეოფიზიკური კვლევის შედეგები“ (საქართვ. გეოფიზიკური საზ-ების ჟურნ. სერია ,,ა“ დედამიწის ფიზიკა, ტ.16, 2013); ,,მიგარია კირქვულ მასივზე, შურუბუმუს მღვიმის მიდამოებში ჩატარებული გეოფიზიკური გამოკვლევის შედეგები“ (მეცნიერება და ტექნოლოგიები №2 (722), 2016); ,,გეორადიოლოკაციური ფიზიკური მოდელირების მეთოდით გამოკვლეული განგრძობითი, წახნაგოვან-ფრაგმენტული, დიელექტრიკულად რთული აგებულების ობიექტის რადიოსახე“ (საქართვ. გეოფიზიკური საზ-ების ჟურნ. ტ. 27, №2, 2024) და სხვ.

თხზ.:ოდილავაძე, დ. (თანაავტორი). (2023). დიელექტრიკულ გარემოში განთავსებული განსხვავებული დიელექტრიკული შემავსებლებით აგებული ცილინდრული სხეულების გეორადიოლოკაციური სახეები და მათი იდენტიფიცირება ობიექტებთან. თბ., უნ-ტის გამ-ბა,  ISBN9789941361470.