-
ავტორი
- კატეგორიები: ფილოლოგი
ობოლაძე თათია ელგუჯას ასული (11.X.1987, თბილისი), ფილოლოგი, შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის დოქტორი (2023). დაამთავრა თსუ–ის ბაკალავრიატი - არქეოლ. (2010), მაგისტრატურა ლიტერატურათმცოდნეობისა და ტექსტოლ. მიმართულებით (2014) და დოქტორანტურა ფილოლ. მიმართულებით შედარებით ლიტერატურათმცოდნეობაში (2023). არის თსუ-ის მოწვეული ლექტორი (2017–დან), მუშაობს თსუ–ის შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტერატურის ინ-ტის მეცნიერ-თანამშრომლად (2018-დან). არის შედარებითი ლიტერატურის ქართ. ასოციაციის (GCLA) გამგეობის წევრი და მდივანი (2024–დან), ასევე შედარებითი ლიტერატურის საერთაშ. ასოციაციისა (ICLA) და შედარებითი ლიტერატურის ბრიტანეთის ასოციაციის (BCLA) წევრი. დოქტორანტურაში სწავლისას მოპოვებული აქვს ორი ინდივიდ. კვლევითი სტიპენდია: SRNSF-ის პროექტის ფარგლებში კვლევას აწარმოებდა საფრანგეთში, უნ-ტი ახ. სორბონა პარიზი 3-ის ბაზაზე (2016), ხოლო DAAD-ის დაფინანსებით - გერმანიაში, ჰაიდელბერგის უნ-ტი (2021). მონაწილეობდა 10-ზე მეტ სამეცნ.-კვლევით პროექტში. მათ შორის: „ფრანგები საქართველოში და ფრანგული ლიტერატურის გამოხატულება ქართულ კულტურაში (1921–91)“; „ქართველი ემიგრანტი მწერლების ლიტერატურული მემკვიდრეობა ევროპაში: მსოფლმხედველობა და კულტურული იდენტობა (1920-30-იანი წლები)“. აქტიურად მონაწილეობს საერთაშ. კონფერენციებში (20-ზე მეტი), მათ შორის ICLA-ს (თბილისი, 2022; სეული, 2025) და ICCEES-ის (ლონდონი, 2025) მსოფლიო კონგრესებში, ასევე სიმპოზიუმებში (ავსტრია, თურქეთი, საფრანგეთი, საქართველო). გამოქვეყნებული აქვს 25-ზე მეტი აკდ. პუბლიკაცია რეფერირებად და ციტირებად სამეცნ. გამოც-ში.
თხზ.: Oboladze, T. (თანაავტორი). (2017). Epoch of Soviet Totalitarianism and Georgian Comedy with a Political Emphasis (Qvarqvare Tutaberi by Polikarpe Kakabadze). Societal Studies. Vol. 9. N. 1; Oboladze, T. (2018). Georgian Symbolism: Context and Influence. International Journal of Applied Linguistics and English Literature. Vol. 7. N2; Oboladze, T. (2018). The Myth of the City in the French and the Georgian Symbolist Aesthetic. Valley International Journal. Vol. 5. N3; ობოლაძე, თ. (თანაავტორი). (2019). ჟოზეფ დე მესტრის უცნობი ხელნაწერის ბედი. თბ., სჯანი. N20/1. ლიტერატურის ინ-ტი გამომც.; Oboladze, T. (2022). Theory of Myth: Wine, Opium, Hashish in Georgian and European Symbolism. Ars & Humanitas. Vol. 16. N1; ობოლაძე, თ. (2022). ნარცისის მითის სიმბოლისტური ინტერპრეტაცია. თბ., სჯანი, N23, ლიტერატურის ინ-ტი გამომც.; ობოლაძე, თ. (თანაავტორი). (2024). ომის დისკურსი და იდენტობის ძიება ლეო ვარდიაშვილის რომანში „ერთი დიდი ტყის მახლობლად“. თბ., XII საერთაშორისო სიმპოზიუმის მასალები, უნ–ტის გამ–ბა; Oboladze, T. (2024). Georgian Symbolism: Reorientation of Cultural Centre and Redefinition of National Identity. XXIII Congress of ICLA (Vol 2), TSU Press.