-
ავტორი
- კატეგორიები: ქიმიკოსი მეცნიერ თანამშრომელი
ობოლაძე შოთა შიოს ძე (13.II.1988, ქუთაისი), ქიმიკოსი. დაამთავრა თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის ბაკალავრიატი (2010) და მაგისტრატურა (2012). იყო თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტთან არსებული ორგ. ქიმიის სამეცნ.-კვლევითი ინ-ტის ლაბორანტი (2012-2014), სამხ. სამეცნ.-ტექნიკური ცენტრი „დელტას“ სპეცქიმიის განყ-ბის სპეციალისტი (2014-2023), თსუ-ის პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტი ორგანულ ნაერთთა ქიმ. ლაბორ. მეცნიერ თანამშრომელი (2019-დან). ო. შ.-ს ძირითადი კვლევები ეხება აგროინდუსტრიული ნარჩენებიდან მცირე მოცულობის, მაღალი ღირებულების მქონე ნაერთების და 4-ჰიდროქსიკუმარინიდან ბისკუმარინების მიღებას სხვადასხვა ალდეჰიდების გამოყენებით. გამოქვეყნებული აქვს სამეცნ. პუბლიკაციები SCOPUS ბაზაში: „Development and Feasibility Evaluation of the Extraction Methods for Obtaining Quercetin from Onion Peel“ (Journal of the American Institute of Chemists „Chemist, 2024, 95(1)) და „Magnetite-doped nanopowder boron nitride for 10B delivery agent in BNCT“ (Solid State Sciences, 2024, 154). მონაწილეობს ეროვნ. და საერთაშ. სამეცნ.-კვლევით ღონისძიებაში.