ნუცუბიძე თამარ ისაკის ასული (1.III.1897, ქუთაისი–18.III.1954, თბილ.), ჰიდროლოგ-გეოგრაფი, გეოგრ. მეცნ. კანდიდატი, დოცენტი (1943). ოქროს მედლით დაამთავრა ქუთაისის ქალთა გიმნაზია(1913). მუშაობა დაიწყო ბაღდათის საშ. სკოლაში მასწავლებლად. ჩაირიცხა პეტერბურგის ქალთა პოლიტექნიკურ ინ-ტში სამშ. ფაკ-ტზე (1915-1918), მაგრამ სწავლა მიატოვა და საცხოვრებლად გადავიდა მოსკოვში (1918). შევიდა უცხო ენათა სახელმწ. უმაღლ. კურსებზე გერმანული და ინგლისური ენების სექციებზე და მიეცა სწავლების უფლება ზემოაღნიშნულ სპეციალობებზე (1924-1928). შემდეგ საცხოვრებლად გადმოვიდა თბილისში და მუშაობა დაიწყო თსუ-ის ფუნდამენტურ ბიბლიოთეკაში (1928-დან), შემდეგ საქართვ. საჯარო ბიბლიოთეკაში (1930). ამავე დროს ასწავლიდა გერმანულ ენას ამიერკავკ. კომუნისტურ უნ-ტში. ნ.თ.-მ სწავლა გააგრძელა თსუ-ის გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტზე ჰიდროლოგიის სპეციალობით (1931-1936). შემდეგ მუშაობა დაიწყო ჰიდროლ. და კლიმატოლოგიის კათედრაზე ასისტენტად, შემდეგ გეოგრ. ინ-ტში (1943-დან). გახდა ინ-ტის სწავლული მდივანი (1946). ნ.თ.-მ დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „დასავლეთ საქართველოს მდინარეთა ტიპიური რეჟიმი“ (1941). კითხულობდა ლექციებს ზოგად ჰიდროლოგიაში. გამოქვეყნებული ჰქონდა 40-მდე სამეცნ. ნაშრომი. მისი ნაშრომები უმთავრესად ეხებოდა საქართვ. ტბებისა და ჭაობების კვლევას. გარდა ამისა, თარგმნა რამდენიმე სახელმძღვანელო ჰიდროლოგიაში.
თხზ.: Нуцубидзе, Т. (1946). Гидрография рек СССР, под ред. проф. докт. Близняка, Е.В. Гидрометиздат, М.; საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების მოამბე. თბ., ტ. 2, გვ. 120-122; ნუცუბიძე, თ. (1948). საქართველოს ტბები. გეოგრ. ინ-ტის შრომები, ნაკვ. 2, თბ., ტ. 3, გვ. 137-152; ნუცუბიძე, თ. (1952). ჯავახეთის ტბების ბუნებრივი დაშრობის საკითხისათვის. საქართვ. სსრ მეცნ. აკად. მოამბე, N2. თბ., ტ. 13, გვ. 81-85; ნუცუბიძე, თ. (1948). ჭაობები. გეოგრ. ინ-ტის შრომები, ნაკვ. 2, თბ., ტ. 3, გვ. 153-159; ნუცუბიძე, თ. (1954). ჰიდროლოგიური ხელსაწყო „ტუმბო“. საქ. სსრ მეცნ. აკად. მოამბე, N9, თბ., ტ. 15, გვ. 605-608; ნუცუბიძე, თ. (1955). სამცხის რაიონის ტბები და ჭაობები. გეოგრ. ინ-ტის შრომები, ნაკვ. 1, ფიზ.-გეოგრ. სერია, თბ., ტ. 5, გვ. 126-139; ხარაძე კ., ჯავახიშვილი შ. (2003). მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. გამომც. განათლება, გვ. 213-214, ISBN 9992806982.