ნუცუბიძე თამარ შალვას ასული
ნუცუბიძე თამარ შალვას ასული

ნუცუბიძე თამარ შალვას ასული (28.XII.1946, თბილისი) - ფილოლოგი, მთარგმნელი, ფილოლოგიურ მეცნ. კანდ. (1974). დაამთავრა  შოთა რუსთაველის სახ. თეატრ. ინ-ტის სამსახიობო ფაკ-ტი (1970) და თსუ–ის დას. ევრ. ენებისა და ლიტერატურის ფაკ-ტი (1967). მუშაობდა შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტერატურის ინ-ტის ლიტ. ურთიერთობათა განყ-ბაში მეცნიერ-თანამშრომლად (1972-2006), ასევე შოთა რუსთაველის სახ. თეატრ. ინ-ტში  ლექტორად (1974–2004), იყო თბილ. საკრებულოს დეპ. (2006-2010). მუშაობს თბილ. სას. აკადემიასა და სემინარიაში (2000-დან), შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტერატურის  ინ-ტის თეორიისა და კომპარატივისტიკის განყ-ბის მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე (2006–დან).  

თხზ.:  ნუცუბიძე, თ. (1981). ქართული რომანტიზმის ტიპოლოგიის საკითხები. თბ., გამომც. მეცნიერება; ნუცუბიძე, თ. (1984). შალვა ნუცუბიძე - მეცნიერის გზა. თბ., გამომც. ცოდნა; ნუცუბიძე, თ. (1988). ჰამლეტიდან რიჩარდამდე. თბ., გამომც. საბჭ. ხელოვნება; Nutsubidze, T. (2006). "Ketevan". In: Nik'oloz Baratašvili. Ein georgischer Dichter der Romantik. Herausgegeben von Gaga Shurgaia, Luigi Magarotto and Hans-Christian Günther (editors), Königshausen & Neumann, Würzburg; ნუცუბიძე, თ. (2010). წერილები ლიტერატურისა და კულტურის შესახებ. თბ., ლიტერატურის ინ-ტი გამომც.; ნუცუბიძე, თ. (2014). ცივილიზაციისა და პროგრესის კონცეპტი ილია ჭავჭავაძის კრიტიკულ ნააზრევში. კრებ.: ილია ჭავჭავაძე გლობალიზაციის სათავეებთან. თბ., გამომც. მწიგნობარი; Nutsubidze, (2014). T. Shalva Nutsubidze: From Alaethology to Neoplatonism. In: Georgian Christian Thought and its Cultural Context. Edited by Tamar Nutsubidze, Cornelia B. Horn, and Bazil Lurie. Leiden-Boston: Brill; ნუცუბიძე, თ. (2023). ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსისროს ბედნიერ ვარ შენითა“  პირველწყაროსათვის, ჟურნ. „ლიტერატურული ძიებანი“, XLIV. თბ., უნ–ტის–გამ–ბა.