ნუცუბიძე გია ბენიამინის ძე
ნუცუბიძე გია ბენიამინის ძე

ნუცუბიძე გია ბენიამინის ძე (20.II.1960, თბილისი), დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ-ტი (1983). იყო სარემონტო სამშ. სამმართველოს შემკეთებელი; სპეც. სარემონტო სამშ. უბნის მუშა (1977-1978); საწარმოო გაერთიანება ელექტროაპარატის I თანრიგის გადამრჩეველი  (1978); "თბილპურის" მე-7 პურის ქარხნის მემანქანე (1978-1979);  მე-6 პურის ქარხნის მწყობელი (1979); საქართვ. ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კორესპოდენტი (1979-1984); სამთო-გეოლ. პარტ. მბურღავის დამხმარე (1984-1985); საქართვ. ცენტრ. სახელმწ. არქივის უფრ. არქივისტი (1985 - 1988); თბილ. მე-9 საშ. სკოლის ქართ. ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი (1988);  საქართვ. მეცნ. აკად. შ. რუსთაველის სახ. ქართ.  ლიტერატურის ინ-ტის უფრ. ლაბორანტი (1989-1993); თბილ. სარიტუალო მომსახურების მრავალდარგიან საწარმო ფირმა "ჰერმესის" გენ. დირექტორი (1993-2004); თბილ. საკრებულოს წევრი (1998-2002).  საქართვ. მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტ. სიით (2004-2007). საქართვ. აღმშენებლობის საქმეში განსაკუთრებული წვლილის შეტანისათვის დაჯილდოებულია სიგელით (2003); არის აშშ ქ. დევისის საპატიო მოქალაქე (2000).

ლიტ.: ამირხანაშვილი, კ. (2015). საქართველოს პარლამენტის წევრები: 1990-2015. თბ.