ნუცუბიძე აპოლონ გაბრელის ძე
ნუცუბიძე აპოლონ გაბრელის ძე

ნუცუბიძე აპოლონ გაბრელის ძე (10.V.1903, წყალტუბოს რ–ნი, სოფ. ფარცხანაყანები), დაამთავრა ტფილისის სახელმწ. უნ–ტი, სოციალ-ეკონ. ფაკ-ტი (1924-1928), ასპირანტურა სოფლის მეურნეობის ეკონომიკის სპეციალობით (1934). იყო თსუ–ის სტუდენტური გაზ. „პროლეტარულ სტუდენტთა ხმის“  რედაქტორი (1926-1928), გაზ. „კომუნისტის“ საერთაშ. ინფორმაციის განყ–ების გამგე (1931-1939). ჟურნალების: ,,პარტიული მშენებლობა“; ,,ბოლშევიკი“ და „საქართველოს კომუნისტი“ მთ.  რედაქტორი (1939-1954). მუშაობდა საქართვ. კომპარტიის ცენტრ. კომიტეტის რესპუბლიკის პარტსკოლის დირექტორად და  პოლიტეკონომიის კათედრის  გამგედ (1946-1948). იყო საქართვ. კპ ცკ-ას პროპაგანდის განყ–ების გამგის მოადგილე (1948-1950), საქართვ. მეცნ. აკად. ეკონ. და  სამართლის ინ-ტის  სოფლის მეურნეობის ეკონომიკური განყ–ების გამგე (1950-1960), ამავე ინ–ტის პოლიტეკონომიის განყ–ების გამგე (1960-1980). არჩეული  იყო საქართვ. ცკ-ის სარევიზიო კომისიის წევრად (1954-1958). კითხულობდა ლექციებს საფინანსო-კოოპერაც. ინ–ტში (1931). სამეცნ. მივლინებით გაემგზავრა მოსკოვში და მუშაობდა წითელი პროფესურის აგრარულ ინ-ტში, სადაც მან მრავალი ნაშრომი და სტატია გამოსცა (1935-1936). უმაღლესმა საატესტაციო კომისიამ მიანიჭა დოცენტის ხარისხი (1940), მეცნ. დოქტორის (1961), ხოლო შემდეგ პროფესორის (1963). ლექციებს კითხულობდა მარქსიზმ-ლენინიზმის ინ–ტსა და სახელმწ. უნ-ტში. დაჯილდოებულია  შრომის  წითელი  შრომის  ორდენით(1954). ნ.ა.  საქართვ. მეცნ.  დამსახ. მოღვაწეა (1965). 

თხზ.: ნუცუბიძე, ა. (1948). კაპიტალისტური სახალხო მეურნეობის დაგეგმვის შეუძლებლობა:1948 წლის 11 მარტს თბილისში წაკითხული საჯარო ლექციის სტენოგრამა. თბ., სახელგამი; ნუცუბიძე, ა. (1949). ვ.ი. ლენინის კლასიკური ნაშრომი - კაპიტალიზმის განვითარება რუსეთში:გამოსვლიდან 50 წლისთავის შესრულების გამო. თბ., სახელგამი, პოლიტლიტერატურის სექტორი; ნუცუბიძე, ა. (1967). კაპიტალიზმის "ტრანსფორმაციის" ანტიმარქსისტული თეორიების კრიტიკა. თბ., მეცნიერება.