ნუსბერგერი ანგელიკა
ნუსბერგერი ანგელიკა

ნუსბერგერი ანგელიკა (Nußberger Angelika Helene Anna, 01.VIII.1963, მიუნხენი, გერმანია), თსუ-სთან აქტიური თანამშრომლობისათვის კიოლნის უნ-ტის პრორექტორს, დოქტორს,  მიენიჭა საპატიო დოქტორის წოდება (17.II.2010).

ნ. ა. აღმოსავლეთ ევროპის სამართლის სპეციალისტი, ვენეციის კომისიის წევრი და  ტალიავინის კომისიის დასკვნითი ნაწილის თანაავტორია. იგი პროფესიით სამართალმცოდნე და სლავისტია. ნ. ა. იკავებს მოსამართლის პოზიციას (2011), ხოლო შემდეგ კი  ევროპ. სასამართლოს ადამიანის უფლებების საზ-ების ვიცეპრეზიდენტია (2017).

ნ. ა.-მ მიუნხენში შეისწავლა სლავისტიკა (1982-1987) და სამართალმცოდნეობა (1984-1989). მან წარმატებულად ჩააბარა ორი სახელმწ. გამოცდა სამართალმცოდნეობაში (1989-1993). სამეცნ. ხარისხის მოსაპოველად მეცნიერი ვურცბურგში მუშაობდა სადოქტორო თემაზე: “საბჭოური კონსტიტუციური სამართალი გარდამავალ ხანაში” (1993).

კვლევითი ვიზიტით ჰარვარდში ყოფნის შემდეგ (1993-2001) ნ. ა. მაქს-პლანკის ინ-ტის საერთაშ. სოც. სამართლის მეცნიერ-რეფერენტად დაინიშნა. იგი  სტრასბურგში ევროპ. სასამართლოს მრჩევლის პოზიციას იკავებდა (2001-2002). მკვლევარმა მიიღო უმაღლესი აკადემიური კვალიფიკაცია თემაზე: “სოციალური სტანდარტი ეროვნულ კანონმდებლობაში” (2002). ამავე წელს კიოლნის უნ-ტის სამართალმცოდნების ფაკ-ტზე პროფესორად მიიწვიეს და იქვე აირჩიეს პრორექტორად (2009). იგი ევროპ. სასამართლოს ადამიანთა უფლებების დაცვის მოსამართლედ დაინიშნა (22.VII.2010).