-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი
ნოზაძე ზურაბ ვახტანგის ძე (29.III.1953, ხაშური), ეკონომისტი. თსუ-ის სახ. მეურნეობის დაგეგმვის ფაკ–ტი (1974-1979). მუშაობდა სახელმწ. საგეგმო კომიტეტის სახ. მეურნეობის ეკონომიკის დაგეგმვისა და მართვის სამეცნ. კვლევით ინ–ტში უფრ. ლაბორანტის, უმცროსი მეცნიერ თანამშრომლის და მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე რეგიონალური კვლევის განყ–ებაში, თსუ–ის პ. გუგუშვილის ეკონომიკის ინ–ტის მეცნიერ თანამშრომელი (1991-2025). არის 60-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის ავტორი.
თხზ.: ნოზაძე, ზ. (2008). გარემოს დაცვის სტიმულირების ფორმები საბაზრო ურთიერთობების პირობებში. სამეცნ. შრომების კრებ. ტ. I, გვ. 338–342. თბ., პ. გუგუშვილის სახ. ინ–ტის გამ–ბა; ნოზაძე, ზ. (2014). ეკოლოგიური პოლიტიკის განხორციელების ზოგიერთი საკითხი თანამედროვე პირობებში. სამეცნ. შრომების კრებ. ტ. VII, გვ. 349–356. თბ., პ. გუგუშვილის სახ. ინ–ტის გამ–ბა; ნოზაძე, ზ. (თანაავტორი). (2014). გარემოს დაცვის ეკონომიკური პრობლემები პოსტკომუნისტური ტრანსფორმაციის პირობებში საქართველოში. სამეცნ. შრომების კრებ. ტ. VII, გვ. 217–226. თბ., პ. გუგუშვილის სახ. ინ–ტის გამ–ბა; ნოზაძე, ზ. (თანაავტორი). (2017). ევროკავშირისა და საქართველოს ეკოლოგიური სისტემების შედარებითი ანალიზი. სამეცნ. შრომების კრებ. ტ.X, გვ. 174-205. თბ., პ. გუგუშვილის სახ. ინ–ტის გამ–ბა; ნოზაძე, ზ. (2022). ეკოლოგიური უსაფრთხოების გამოცდილება იაპონიაში სამეცნ. შრომების კრებ. №15, გვ. 519–530. თბ., პ. გუგუშვილის სახ. ინ–ტის გამ–ბა.