ნოზაძე თენგიზ ზაქარიას ძე (18.III.1928, ბერძენაული, ახლანდ. ქარელის მუნიციპ.). გეომორფოლოგ-გეოგრაფი, პედაგოგი, გეოგრ. მეცნ. კანდიდატი, დოცენტი. დაამთავრა თსუ-ის გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტი გეომორფოლოგიის სპეციალობით (1932). მეშაობა დაიწყო ჯერ წყალთა მეურნეობის სამინისტროს „საქწყალპროექტში", შემდეგ სოიუზ დორპროექტში – ორივეგან ინჟინერ-გეომორფოლოგად. შემდეგ მუშაობა გააგრძელა ადგილ. მრეწველობის სამინისტროში უფრ. გეოლოგად, თსუ-ის გეომორფოლოგიის კათედრაზე მასწავლებლად (1961-დან). ნ.თ.-მ დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე ,,კავკასიონის ჩრდილო-აღმოსავლეთ ფერდობის მაღალმთიანი ნაწილის გეომორფოლოგია"(1975). ნ.თ.-ს გამოქვეყნებული აქვს 50 სამეცნ. ნაშრომი. მისი სამეცნ. ინტერესი იყო: საქართვ. გეომორფოლოგიის გამოყენებითი ასპექტების შესწავლა – საინჟ. ნაგებობათა მშენებლობისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით.
თხზ.: ნოზაძე, თ. (1968). კავკასიონის ჩრდილო-აღმოსავლეთი ფერდობის მაღალმთიანი ნაწილის თანამედროვე მყინვარები და ძველი გამყინვარების ნიშნები. საქ. სსრ მეცნ. აკად. მოამბე. 3, თბ., ტ.51, გვ.619-624; ნოზაძე, თ. (1969). აღმოსავლეთ კავკასიონის ჩრდილო ფერდობის დასავლეთი ნაწილის რელიეფის ტიპები. საქ. სსრ მეცნ. აკად. მოამბე, 1, თბ., ტ. 55, გვ.105-108; ნოზაძე, თ. (1975). გეომორფოლოგიური დაკვირვებები მდ. დასავლეთი ფრონეს ქვემო წელის ხეობაში. თსუ-ის შრომები სერია A - ფიზიკა-მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი, თბ., N10, გვ.149-153; ნოზაძე, თ. (1991). პირიქითა ხევსურეთისა და მიმდებარე ტერიტორიების მოსწორებული ზედაპირების საკითხისათვის. თსუ-ის შრომები, გეოგრაფია. გეოლოგია, თბ., ტ. 301, გვ.60-67; ნოზაძე, თ. (2002). გამოყენებითი გეომორფოლოგია, გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკ-ტის სტუდ-თვის. უნ–ტის გამ–ბა; ნოზაძე, თ. (2002). რელიეფის ფორმათა სისტემატიკა, გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკ-ტის სტუდ-თვის. უნ–ტის გამ–ბა; ხარაძე კ., ჯავახიშვილი შ. (2003). მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. გამომც. განათლება, გვ. 213, ISBN 9992806982.