ნოზაძე თამარ როსტომის ასული
ნოზაძე თამარ როსტომის ასული

ნოზაძე თამარ როსტომის ასული (23.VI.1982, ჭიათურა).  წარჩინებით დაასრულა თსუ-ის ბაკალავრიატი, ფიზიკური ინფორმატიკის მიმართულებით (2003). ბაკალავრიატში სწავლის პერიოდში გახლდათ სახელობითი სტიპენდიანტი (1999-2003).  ბაკალავრიატის დასრულების შემდგომ სწავლა გააგრძელა მაგისტრატურაში და თეორ. ფიზიკის სპეციალობით მიიღო მაგისტრის ხარისხი (2003-2005). დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა ფიზიკის დოქტორის აკად. ხარისხი  (2018). მას აქვს თითქმის 10 წლიანი პედ. გამოცდილება. იყო მოწვეული ლექტორი (2016-დან) და იკავებს ასისტენტ პროფესორის აკადემიურ პოზიციას  თსუ-ის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტზე (ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის (EEE) დეპარტამენტი, 2023), ასევე მუშაობს მთავარ სპეციალისტად თსუ-ის სამეცნ. კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტში (2018 წლიდან). გახლავთ თსუ-ის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის გამოთვლითი ფიზიკის ინ-ტში მეცნ.- მკვლევარი (2017-დან). მან მიიღო  ალ. ქართველიშვილის სახ. სტიპენდია  ახალგაზრდა მეცნ. ინჟინერიისა და ტექნოლოგიების  მიმართულებით (2024), დაჯილდოვდა მეცნ. ქალთა და გოგონათა საერთაშ. დღესთან დაკავშირებით,   (2025). მონაწილეობა აქვს მიღებული ფონდის მიერ დაფინანსებული ხუთი დასრულებული სამეცნ.  პროექტის განხორციელებაში და ასევე, ჩართულია  მიმდინარე პროექტების შესრულების პროცესში. ამასთანავე, გახლავთ  დაცული სადოქტორო დისერტაციის სამეცნ. ხელმძღვ. (სამცხე-ჯავახეთის სახელმწ. უნ-ტი). განახორციელა პოსტ-სადოქტორო კვლევები, კერძოდ, ილმენაუს ტექნოლოგიურ უნ-ტში (გერმანია, 2002 და 2024). აღნიშნული  სამეცნ.-კვლევითი ვიზიტები დაფინანსებული იყო შოთა რუსთაველის საქართვ. ეროვნ. სამეცნ. ფონდის და DAAD (გერმანიის აკად. გაცვლის სამსახური)-ის მიერ ერთობლივად.  იგი გახლავთ   ახალგაზრდა მეცნ. კვლევების დაფინანსების (2023) და ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწ. სამეცნ. გრანტების კონკურსებში გამარჯვებული პროექტების სამეცნ. ხელმძღვ. (2024). ამჟამად არის 40-ზე მეტი სამეცნ. სტატიის ავტორი/თანაავტორი, რ-იც გამოქვეყნდა საერთაშ. იმპაქტ-ფაქტორის მქონე და რეცენზირებად-რეფერირებად ჟურნალებში, საკონფერენციო მასალებში. იგი გახლავთ  30-ზე მეტი  საერთაშ. სამეცნ. კონფერენციის/ფორუმის მონაწილე; მიღებული აქვს საერთაშ. ორგანიზაციებისაგან (IEEE - Institute of Electrical and Electronics Engineers, EuMA-EUROPEAN MICROWAVE ASSOCIATION) ჯილდოები/პრიზები საუკეთესო მოხსენებებისათვის და  სტატიებისათვის (ასევე, თსუ-დან). იგი გახლავთ IEEE-ის წევრია (2016-დან) და ასევე,   სამი წელია არის EuMA-ის  წევრი; ამჟამად ასევე, არის  “IEEE MTT/ED/AP/EMC Georgian Chapter”-ის მდივანი, იგი ასევე არის  IEEE საერთაშორისო სემინარი/ვორქშოპის “პირდაპირი და შებრუნებული ამოცანები ელექტრომაგნიტურ და ბგერითი ტალღების თეორიაში” (DIPED)  საორგანიზაციო კომიტეტის მდივანი,  საკონფერენციო ნაშრომების რეცენზენტი (2020-დან).