-
ავტორი
- კატეგორიები: გეოფიზიკოსი ფიზიკოსი
ნოზაძე მზეონა
ნოზაძე მზეონა (29.X.1967, თბილისი), დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი გეოფიზიკის სპეციალობით (ატმ. ფიზიკა, 1992). მუშაობა დაიწყო ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის გარემოს დაბინძურების მონიტორინგის ცენტრში, სადაც მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე. ხელმძღვანელობს რადიაციული დაბინძურების მონიტორინგის ცენტრს (1996-დან). სწავლობდა ასპირანტურაში, რ-იც დაამთავრა სპეციალობით მეტეოროლოგია, კლიმატოლოგია, აგრომეტეოროლოგია (1993-1996). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე - "საქართველოს რადიომეტრიული მონიტორინგის ქსელის ოპტიმიზაციის მეტეოროლოგიური ასპექტები" (1998). ამ სადისერტაციო ნაშრომში განხილულმა საკითხებმა პრაქტიკული გამოყენება ჰპოვა საქართვ. რადიომეტრიული ქსელის ოპტიმიზაციის სფეროში.