-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
ნოსელიძე ირაკლი ლევანის ძე (13.IX.1969, თბილისი), დაამთავრა ლომონოსოვის სახ. მოსკოვის სახელმწ. უნ-ტის ფიზიკის ფაკ-ტი (1992). მიენიჭა ფიზ.-მათ. მეცნ. კანდიდატის სამეცნ. ხარისხი, მისი დისერტაციის სათაურია: ’’ორი კულუნური ცენტრის პრობლემა ასიმპტოტიკურ არეში’’ (გათანაბრებული აკად. დოქტორის ხარისხთან, 1997). მუშაობდა თსუ-ის ბირთვული ფიზიკის კათედრაზე სხვადასხვა პოზიციაზე დაწყებული უფრ. ლაბორანტიდან დამთავრებული უფრ. მეცნ. თანამშრომლით (1992-2005). იყო საქართვ. ეროვნ. სამეცნ. ფონდის (რუსთაველის ფონდის) სამეცნ. პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვ. (2009-2015); მეცნ., განათლებისა და ტექნოლოგიების ფონდის „ხვალინდელი წარმატებისთვის“ აღმასრულებელი დირექტორი (2015-2016). დღემდე მუშაობს საქართვ. უნ-ტის მეცნ. და ტექნოლოგიების სკოლაში. ამჟამინდელი პოზიციაა პროფესორი, ინჟინერიის დეპარტამენტის ხელმძღვ.(2016-დან). საერთაშ. სამეცნ. გამოცემებში 40-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის თანაავტორი. მათ შორის: ,,Formation of hydrogen in the early universe: quasi-molecular mechanism of recombination“, (Monthly Notices of the Royal Astronomical Society (MNRAS) v. 488, p.2093, 2019); ,,Radiative recombination of an electron on two protons: oscillator strengths“, (Eur. Phys. J. D, 2024, 78: 59); ,,Electron-proton radiative recombination in the solar wind“, (Physical Review D, 112,123029, 2025). სხვადასხვა წლებში კითხულობდა სალექციო კურსებს თსუ-ის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტზე, საქართვ. უნ-ტში. კვლევების თემატიკა მოიცავს ატომური დაჯახებების თეორიის, ასტროფიზიკურ და ლაბორატორიულ პლაზმაში გამოსხივების, ნანოსტრუქტურებისა და ხელოვნური მასალების საკითხებს.