ნონიკაშვილი ნინო უშანგის ასული
ნონიკაშვილი ნინო უშანგის ასული

ნონიკაშვილი ნინო უშანგის ასული  (25.VI.1967, თბილისი), ქიმიკოსი. დაამთავრა თსუ-ის ქიმიის ფაკ-ტი (1991), საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის  ასპირანტურა (1995), დაიცვა დისერტაცია თემაზე:„ნავთობის დაბალმდუღადი პარაფინული ნახშირწყალბადების არომატიზაცია“ და მიენიჭა ქიმიის მეცნ. კანდ. ხარისხი (2006). პ. მელიქიშვილის ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტი მეცნიერ-თანამშრომელი (1991-2010). თსუ-ის პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტი ქიმ. ეკოლოგიის პრობლემათა ლაბორ. მეცნიერ თანამშრომელი (2010-დან). სამეცნ. ინტერესების სფეროა: ქიმ. მეცნიერებანი, გარემოს შემსწავლელი მეცნიერებანი. ნ. ნ.-ს შრომები ეხება გარემოზე მავნე ზეგავლენის შემცირების მეთოდების შემუშავებას ქიმ. ეკოლოგიის მიდგომების გამოყენებით. ნ. ნ.-ს მიერ ჩატარებული კვლევები ეხება:  საქართველოში არსებული ქიმიურად აქტ. ბუნებრივი მინერალების  (ტრავერტინი და კირქვა) თუთიის იონებისგან წყალხსნარების გაწმენდის პროცესში გამოყენების შესაძლებლობას და ადგილ. ბუნებრივი მინერალის, პერლიტის ბაზაზე დამზადებული  - აფუებული პერლიტის Zn2+იონების წყლიდან მოცილების ადსორბენტად გამოყენების შესაძლებლობას. თანაავტორია სამეცნ. სტატიების და ეროვნ. და საერთაშ. სამეცნ. კონფერენციების თეზისების: „Obtaining and researching of plant biologically active agents by using of endorphytic fungi“ (Intarnational conference of Organic Chemistry (ICOC-2014)“Organic Synthesis–Driving Force of life Development” 2014); „Water purification from zinc ions using expanded perlite“ (World Journal of Advanced Research and Reviews, 2023, 19(01)); „Adsorptive removal of zinc icons from aqueous solutions in the presence of Georgia minerals“ (World Journal of Advanced Research and Reviews (WJARR), 2024, 22(03)) და სხვ. მიღებული აქვს საქპატენტის ინტელექტუალური საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა „ხელატური მიკროელემენტების დანამატი ფრინველთა კვებაში“.