ნოდია მიხეილ ზოსიმეს ძე
ნოდია მიხეილ ზოსიმეს ძე

ნოდია მიხეილ ზოსიმეს ძე (15.VIII.1891, აბაშა - 4.VIII.1975, თბილისი). სწავლობდა ნოვოროსიის უნ-ტში (ოდესა); ექსტერნად დაამთავრა თსუ (1919). იყო თბილ. ფიზიკის (გეოფიზიკის) ობსერვატორიის მაგნიტური განყ-ბის გამგე (1923-1934);  დირექტორი (1925-1933); გეოფიზიკის ინ-ტის დირექტორი (1939-1943); ხელმძღვანელობდა თსუ-ში მისივე ინიციატივით ჩამოყალიბებულ გეოფიზიკის კათედრას (1933-1975); საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის ფიზიკის კათედრას (1941-1948). მისი ძირითადი შრომები ეხება დედამიწის მაგნეტიზმსა და სასარგებლო წიაღისეულის ძიების მაგნიტური მეთოდების დამუშავებას; მონაწილეობდა კავკასიის ტერიტორიის გენერალურ მაგნიტურ დაგეგმვაში (1931-1935); შეისწავლა კავკასიის ტერიტორიის მაგნიტური ველი და შეადგინა მისი განაწილების რუკები. მისი მეცნ. ხელმძღვანელობით და მონაწილეობით შედგენილია დედამიწის მაგნიტური ველის კატალოგი; მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები; მისი სახელი მიენიჭა გეოფიზიკის ინ-ტს (1992);  თსუ-ში არის მისი სახ. კაბინეტი; დანიშნულია მისი სახ. სტიპენდია; გეოფიზიკოსი, მაგნიტოლოგი, საქართველოში გეოფიზიკის მეცნ. ფუძემდებელი. გეოფიზიკის ინ-ტის დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი, საზოგადოება "ცოდნის" ერთ-ერთი დამაარსებელი; ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (1937), პროფესორი (1938). ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი: გეომაგნეტიზმისა და აერონომიის საერთაშ. აკადემია, წევრი. საქართვ. გეოგრაფიული საზოგადოება, საპატიო წევრი. ჯილდოები, პრემიები და პრიზები: საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე; ლენინის ორდენი.

თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): ნოდია,მ. (1933). ფიზიკისა და გეოფიზიკის მეთოდები საძიებო საქმეში:   პოპულარულად . ტფ., ტექსტი და შრომა,  21 გვ; ნოდია,მ. (1937). თერმომეტრია და კალორიმეტრია.  თბ., სსრკ მეცნ. აკადემიის საქ. ფილიალის გამ-ბა და სტ. 103გვ; ნოდია,მ. (1949). რადიოლოკაცია - თბ., სახელგამი, 40 გვ; ნოდია,მ. (1951). კომპასი და დედამიწის მაგნიტიზმი  - თბ., სახელგამი. 44 გვ. ნოდია,მ. (1964). დედამიწის მაგნეტიზმი და მზისა და კოსმოსის გამოსხივებანი - თბ., საბჭ. საქართველო,  38გვ.