-
ავტორი
- კატეგორიები: კურსდამთავრებული ფილოსოფოსი პოლიტიკოსი პოლიტოლოგი
ნოდია გია ოთარის ძე (4.IX. 1954, მოსკოვი), ფილოსოფოსი, პოლიტოლოგი, პოლიტიკოსი. დაამთავრა თსუ-ის ფილოს. და ფსიქოლ. ფაკ-ტი, ფილოს. სპეციალობით (1976). ამავე სპეციალობით დაიცვა დისერტაცია: ,,Категория труда и марксистский гуманизм” და გახდა ფილოსოფიის მეცნ. კანდიდატი (1982). მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. ფილოს. ინ-ტში უმცროს და უფრ. მეცნიერ-თანამშრომლად, სწავლულ მდივნად, განყ-ბის გამგედ (1980-2001). ხელმძღვანელობდა დამოუკიდებელ კვლევით ორგანიზაციას – მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკ. ინ-ტს (1992-დან, გარდა 2008). არის ილიას სახელმწ. უნ-ტის პროფ. (2006-დან). იყო საქართვ. განათლებისა და მეცნ. მინისტრი (2008). სხვადასხვა წლებში იმყოფებოდა ხანგრძლივ კვლევით მივლინებებში, ასწავლიდა კურსებს ვუდრო ვილსონის ცენტრის კენანის ინ-ტში, დემოკრატიის კვლევის საერთაშ. ცენტრში (ორივე – ვაშინგტონი), ბერკლის უნ-ტში, ბერლინის „ვისენშაფტკოლეჯში“, ბონის უნ-ტის ევროპ. ინტეგრაციის კვლევის ცენტრში, ჰქონდა ემილ ფრანკის სტეპენდია ბრიუსელის თავისუფალ უნ-ტში სამჯერ (2013-2015). საქართვ. პოლიტ. განვითარების კურსს ასწავლიდა გლაზგოს უნ-ტში. იგი რამდენიმე საერთაშ. სამეცნ. ჟურნ. რედკოლეგიის წევრია: Journal of Democracy; Comparative Strategy; Caucasus Survey. მისი სამეცნ. ინტერესები შეეხება ნაციონალიზმის, დემოკრატიზაციის, ზოგადად, პოლიტ. განვითარების პრობლემატიკას.
თხზ.: Нодиа, Г. (1986). Труд и гуманизм. О месте категории труда в системе марксистского теоретического гуманизма. თბ., მეცნიერება; ნოდია, გ. (1994). რუსი ფილოსოფოსები დემოკრატიასა და რევოლუციაზე. თბ., CIPDD; ნოდია, გ. (1999). კონფლიქტი აფხაზეთში-მიზეზები და გააზრება. თბ., CIPDD; ნოდია, გ. (მთარგმნელი). (2017). შესავალი თანამედროვე აზროვნებაში: წ. 1. თბ., ილიას სახელმწ. უნ-ტის გამ-ბა; ნოდია, გ. (მთარგმნელი). (2018). შესავალი თანამედროვე აზროვნებაში: წ. 2. თბ., ილიას სახელმწ. უნ-ტის გამ-ბა; ნოდია, გ. (მთარგმნელი). (2018). პოლიტიკური წესრიგის წარმოშობა. თბ., ილიას სახელმწ. უნ-ტის გამ-ბა.