-
ავტორი
- კატეგორიები: ქიმიკოსი ტექნოლოგი მეცნიერ თანამშრომელი
ნიჟარაძე მანანა ოთარის ასული (31.VIII.1952, ქუთაისი), ქიმიკოსი, ტექნოლოგი. დაამთავრა სპი-ის ქიმ. ტექნოლოოგიის ფაკ-ტი, სპეციალობით ძირითადი ორგ. და ნავთობქიმიური სინთეზის ტექნოლოგია (1978). დაიცვა დისერტაცია თემაზე „ანალციმების ფიზიკურ-ქიმიური კვლევა, მოდიფიცირება და გამოყენების შესაძლებლობების შეფასება“ და მიენიჭა ქიმიის მეცნ. კანდ. ხარისხი (1999). მუშაობდა ჩრდილო კავკასიის ნავთობის სამეცნ. კვლევით ინ-ტში ნავთობის, გაზისა და წყლის მომზადების, შეგროვებისა და შენახვის ლაბორატორიაში ინჟინერ-ქიმიკოსად (1980-1986), საქართვ. მეცნ. აკადემიის პ. მელიქიშვილის ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტის მეცნიერ-თანამშრომლად (1987-2003), უფრ. მეცნიერად (2003-2010). თსუ-ის პ. მელიქიშვილის სახ. ფიზ. და ორგ. ქიმიის ინ-ტის ფიზიკურ-ქიმ. პროცესების კვლევის ლაბორ. უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (2010-დან). სამეცნ. ინტერესების სფერო: ნანოგანზომილებიანი წვრილდისპერსული ცეოლითური მასალები მიღება და კვლევა; ახალი სახის ბაქტერიციდული სორბენტების მიღება და კვლევა; ცეოლითური შემავსებლების შექმნის მექანიზმების კვლევა ქაღალდის წარმოებაში გამოყენების მიზნით; მიკროელემენტების შემცველი პროლონგირებადი ქმედების ცეოლითური სასუქების შექმნა და ბუნებრივი ნედლეულის საფუძველზე დიდი იონმიმოცვლის ტევადობის მქონე სორბენტების მომზადება. თანაავტორებთან ერთად გამოქვეყნებული აქვს სამეცნ. პუბლიკაციები რეიტინგულ ჟურნალებში, მათ შორის SCOPUS ბაზაში: „Ion exchange properties of Georgian natural zeolites“ (Chemistry Journal of MoldovaOpen source preview, 2017, 12(1)); „Structure Stability of Georgian Natural Heulandite“ (Inzynieria Mineralna, 2024, 53(1)); „Effects of Chemical and Thermal Treatment of Fine Dispersed Georgian heulandite-Clinoptilolite“ (International Multidisciplinary Scientific GeoConference Surveying Geology and Mining Ecology Management, SGEM, 2024, 24(4.2); „Uptake of Copper and Zinc Ions by Georgian Natural Heulandite and Resulting Changes in Its Chemical Composition and Structure“ (Minerals, 2025, 15(9)) და სხვ. მიღებული აქვს ინტელექტუალური საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები „ბაქტერიციდული ცეოლითშემავსებლიანი ქაღალდის მიღების ხერხი“ და „ცეოლითის მოდიფიცირების ხერხი“. მონაწილეობს ეროვ. და საერთაშ. სამეცნ. ღონისძიებებში. სამეცნ. ფონდების მიერ დაფინანსებულ საგრანტო პროექტების ხელმძღვ. და ძირითადი მონაწილეა: „უნივერსალური თვისებების მქონე „დიდი ხუთეულის“ (Big Five) ცეოლითების სინთეზის გზით, ორგანული შაბლონების გარეშე, მიღების მეცნიერული დასაბუთება“; „ბაქტერიციდული და გაუმჯობესებული ზედაპირული თვისებების მქონე ქაღალდის წარმოება“; „ქართული ბუნებრივი ცეოლითების ბაზაზე ნანოკრისტალური ბაქტერიციდული სორბენტების შექმნის შესაძლებლობის მეცნიერული დასაბუთება და შესაბამისი მექანიზმების კვლევა“; „Scientific substantiation of the possibility of creating new bactericidal zeolite filter materials for purification-decontamination of water from various sources“ და სხვ. დაჯილდოებულია საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის გ. ციციშვილის სახ. პრემიით შრომათა ციკლისათვის „ცეოლითების სინთეზი საქართველოს ბუნებრივი ალუმინსილიკატური ნედლეულიდან“ (2018).