-
ავტორი
- კატეგორიები: ენათმეცნიერი
ნიჟარაძე ივანე (4. XI. 1874, სოფ. უშგული, ზემო სვანეთი — 27. II. 1956, თბილისი. დაკრძალულია ვაკის სასაფლაოზე) ენათმეცნიერი, პედაგოგი. დაამთავრა თბილ. ქართ. გიმნაზია. მოგვიანებით გაემგზავრა პეტერბურგში (1895) და ჩაირიცხა ჯერ მათემატიკის, შემდეგ კი ისტ.-ფილოლ. ფაკ-ტზე და დაიწყო კლასიკური ენებისა და კლასიკური ფილოლ. შესწავლა. უნ-ტი დაამთავრა 1902 წ. აქტიურ მონაწილეობას იღებდა სტუდენტთა საზოგადოებრივ საქმიანობაში. დაბრუნდა საქართვ. (1903) და განუწყვეტლივ მოღვაწეობდა განათლების ასპარეზზე საშუალო და უმაღლეს სასწავლებლებში; ერთდროულად ეწეოდა საზ. და სამეცნ. მუშაობას. თბილისის ქართ. გიმნაზიაში ასწავლიდა რუს. ენას (1903-1906); დაინიშნა ლათ. ენის მასწავლებლად თბილისის პირველ გიმნაზიაში (1906-1908). მალე დაიწყო გიმნაზიის რეორგანიზაცია, იგი ტექნიკუმად და შრომის სკოლად გადაკეთდა, იგი აქ სხვადასხვა დროს ასწავლიდა ისტ., საზ. მეცნ., რუს. ენას; აღნიშნულ საგნებს ასწავლიდა აგრეთვე სხვადასხვა ტიპის საშუალო სკოლაში; მონაწილეობდა სახ. განათლების კომისარიატის მიერ დასახულ ღონისძიებათა განხორციელების საქმეში; მუდმივი მონაწილე იყო იმ კომისიებისა, რ-ლთაც დავალებული ჰქონდათ რუს. ენისა და საზ. მეცნ. პროგრამების დამუშავება; რეცენზიებს უკეთებდა აღნიშნული საგნების სახელმძღვანელოებს, მონაწილოებდა მასწავლებელთა გადასამზადებელი კურსების მუშაობაში, როგორც ლექტორი და გამგე; წლების განმავლობაში ცდილობდა, ქარხნის მუშებისთვის წერა-კითხვა ესწავლებინა. იგი მიიწვიეს თსუ-ში (1938). რუს. მუზეუმის ეთნოგრაფიის განყ-ბამ მიავლინა სვანეთში მასალების შესაკრებად (1904); იგი ადგილობრივ რუს.-ქართ. პერიოდულ გამოცემებში ათავსებდა ლინგვ.-ისტ. და პედ. ხასიათის წერილებს. თსუ-ში სტუდენტებსა და ასპირანტებს ლათ. და ბერძნ. ენებს ასწავლიდა (1938-დან). ივანე კვანჭაძესთან ერთად ლათ-დან ქართულად თარგმნა იან ამოს კომენსკის კლასიკური პედ. ნაშრომი „დიდი დიდაქტიკა“. მისი საკანდიდატო დისერტაციის თემა იყო „ძველი ბერძნული ენის სახელმძღვანელო უმაღლესი სასწავლებლებისათვის“ (1950). იგი გახდა საქ. სსრ სკოლის დამს. მასწავლებელი (1929).
თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): ნიჟარაძე, ი. (1965). ძველი ბერძნული ენა: სახელმძღვ. უმაღლ. სკოლებისათვის. განათლება; ნიჟარაძე, ი. (1945). ლათინური ენის სახელმძღვანელო. უნ-ტის გამ-ბა და სტ.; ნიჟარაძე, ი. (1940). ძველი ბერძნული ენის სახელმძღვანელო. საქმედგამი, 1940.