-
ავტორი
- კატეგორიები: კურსდამთავრებული ფილოლოგი პოეტი
ნიშნიანიძე შოთა გიორგის ძე (18.III.1929, თბილისი - 23.VII.1999, თბილისი), დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ-ტი (1953 ). იგი მწერალთა კავშირმა გორკის ინ-ტთან არსებულ უმაღლ. ლიტერატურის კურსებზე მიავლინა (1958). დროებით დაიწყო მუშაობა გამომც. "მერანის" ქართ. მხატვრული ლიტერატურის რედაქციის გამგედ (1964). მუშაობა დაიწყო მწერალთა კავშირის მთ. ლიტერატურულ კონსულტანტად (1974). სწავლობდა მოსკოვის მ. გორკის სახ. ლიტერატურის ინ-ტის უმაღლ. ლიტერატურულ კურსებზე (1958-1960). იყო გამომც. "მერანის" ქართ. მხატვრული ლიტერატურის რედაქციის გამგე (1968-1974); მწერალთა კავშირის კონსულტანტი (1974-1977); საქართვ. მწერალთა კავშირის მდივანი (1981-1984); საქართვ. მწერალთა კავშირის თავ-რე (1984-1986); ალმანახ "საუნჯის" მთ. რედაქტორი (1976-1982). სიცოცხლის ბოლო წლებში რედაქტორობდა ჟურნ. "საუნჯეს". მისი პირველი პოეტური კრებულია "მე და შენ" (1956). ამ დროიდან მოყოლებული პოეტმა არაერთი წიგნი გამოსცა. მიღებული აქვს ღირსების ორდენი (1994); შოთა რუსთაველის სახ. სახ. პრემია (1975) და გალაკტიონ ტაბიძის პრემია (1977).
თხზ.: ნიშნიანიძე, შ. (1961).ზეთისხილის რტო. თბ., საბჭ. მწერალი; ნიშნიანიძე, შ. (1963). მზე და ჩრდილი:ლექსები. თბ., ლიტერატურა და ხელოვნება; ნიშნიანიძე, შ. (1966). ხილვები:ლექსები. თბ., ლიტერატურა და ხელოვნება; ნიშნიანიძე, შ. (1979). ლექსები. თბ., საბჭ. საქართვ.; ნიშნიანიძე, შ. (1979). გადასახედი:ლექსები და ნაწყვეტი პოემიდან. თბ., საბჭ. საქართვ.; ნიშნიანიძე, შ. (1983). ლექსები. თბ., საბჭ. საქართვ.; ნიშნიანიძე, შ. (1988). უპირველეს ყოვლისა : ლექსები. თბ., საბჭ. საქართვ.