ნიშნიანიძე რუსუდან პავლეს ასული (07.IX.1959, სამტრედია), ფილოლოგი, ხელოვნებათმცოდნე, თსუ-ის ასოცირებული პროფესორი (2006). ააიპ ქართველოლოგიის მხარდამჭერთა საერთაშ. ასოციაციის წევრი (2016), შედარებითი ლიტერატურის მსოფლიო ასოციაციის წევრი (GCLA, 2020). წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ-ტი (1984). ამავე უნ-ტის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკ-ტი (1983). დაამთავრა თსუ-ის ასპირანტურა (1989). იყო ფილოლ. მეცნ. კანდიდატი (1990). ფილოლ. მეცნ. დოქტ. (2004). მუშაობდა საქართვ. გ. ლეონიძის სახ. ქართ. ლიტერატურის სახელმწ. მუზეუმში (1978–1994), ქართ. ემიგრაციის მუზეუმში (1994), თსუ-ში უახლესი ქართ. ლიტერატურის ისტორიის კათედრაზე სხვადასხვა პოზიციაზე, კერძოდ, იყო: მეცნიერ-თანამშრომელი (1990); მასწავლებელი (1993); დოცენტი (1996); ასოცირებული პროფესორი (2006-დან). არის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომების დაცვის კომისიის წევრი, უახლესი ქართ. ლიტერატურის ისტორიის კათედრის სტუდენტთა სამეცნ. წრის მეცნიერ-ხელმძღვ. ნ. რ. თსუ-ში კითხულობს საუნივერსიტეტო კურსებს: უახლესი ქართ. ლიტერატურის ისტორია, გ. ტაბიძის ლიტ. მემკვიდრეობა, თანამედროვე ქართ. დრამატურგია, ქართ. ინტელექტუალური ემიგრაცია, XX ს-ის ქართ. ემიგრანტული მწერლობა — კულტურათა გზაჯვარედინი, მე-20 ს-ის 20-იანი წლების ლიტ. სკოლები და მიმდინარეობები. ნ. რ. იყო საქართვ. პირველი დემოკრ. რესპუბლიკის (1918–1921) მთავრობის არქივზე მომუშავე საგანგებო სახელმწ. კომისიის წევრი (პარიზ-ლევილი, ჰარვარდი, 1996); ასევე, კ. გამსახურდიას „კოლხური კოშკის“ და არქივის დაცვის კომისიის წევრი (1992). მუშაობდა აშშ–ში, პენსილვანიაში, ლიჰაის უნ-ტის საარქივო დეპარტამენტში ჯ. და ჰ. პაპაშვილების სპეც. კოლექციაზე (2012). ნ. რ.-ის კვლევის სფეროებია: მე-20 ს-ის ეროვნ. და ემიგრანტული მწერლობის საკითხები. ავტორია 160-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის, 5 მონოგრაფიის, 7 წიგნისა და 3 წიგნაკის: პირველად შტატებში (2012); პ. ხვედელიძე — ლეგენდარული ქართველი (2013). მნიშვნელოვანია მისი წვლილი ქართ. ემიგრანტული მწერლობის კვლევის, არქივების მოძიებისა და შესწავლის მიმართებით. მისი ნაშრომები გამოირჩევა ისტ. და ლიტ. სიახლით, არაერთი საკვანძო საკითხი დანახულია ახლებური კუთხით. მის სახელთანაა დაკავშირებული ახალგაზრდა კადრების აღზრდა ქართ. ისტ. ემიგრაციის კვლევის ასპექტით. ნ. რ-ის მიერ პარალელურ კონტექსტში განიხილება ემიგრანტული და ეროვნ. ლიტ. ტექსტები საზიარო თემებით, კონტრასტებით, მხატვრული სიმბოლოებით. ნ. რ-ის ნაშრომები სხვადასხვა გეოგრაფიულ სივრცეს, თუმცა ლიტერატურულად ერთ მხატვრულ მთლიან სამყაროს აღადგენს. ამ თვალსაზრისით საყურადღებოა მის მიერ გამოცემული მონოგრაფიები. დასათაურებიდანაც ცხადია სამეცნ. პოზიცია, ორტომეულში: ,,საქართველო - სამანს აქეთ... და სამანს იქით...“ (2005). მან პირველმა შეისწავლა და გამოაქვეყნა ამერიკაში მოღვაწე ქართ. წარმომავლობის, აწ უკვე ამერიკ. მოქანდაკისა და მწერლის ჯ. (გიორგი) პაპაშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა. წიგნი არა მხოლოდ ამ პიროვნების, არამედ ამერიკაში ჩასული ქართ. ისტ. ემიგრაციის ცხოვრებისა და საქმიანობის ამსახველი ნიმუშია. ნ. რ.-მა ეს საარქივო და გამოქვეყნებული მასალები შეკრიბა, თარგმნა და გამოსცა ალბომი – ორტომეული: „უცნობი ჯორჯ (გიორგი) პაპაშვილი“ (2018). „ამერიკის ხმის“ ქართ. რედაქციამ მოამზადა მხატვრულ-შემეცნებითი ფილმი „ჯორჯ პაპაშვილი“ მისი მონაწილეობით (2019), ხოლო სცენარი ძირითადად დაფუძნებული იყო ორტომეულში წარმოდგენილ ფაქტებზე. ნ. რ. იკვლევს XX ს-ის ეროვნ. მწერლობას და მის წამომადგენლებს. ცენზურის მიერ „შესწორებული“ არაერთი ტექსტი იქნა მის მიერ სამუზეუმო თუ საოჯახო არქივებში მოძიებული და გამოქვეყნებული იმ სახით, როგორც ისინი დაიწერა. ნ. რ-ის ინტერესების სფეროში შედის უცხოური ლიტ. ნიმუშების და მათ ავტორთა შემოქმედებითი ბიოგრაფიების (რ. ბრედბერი, ე. ჰეილი და ა.შ.) კვლევა. მათი მხატვრული არეალის განსაზღვრა და თავისებურებების გაანალიზება. ნ. რ. თავადაც არის დოკუმენტური პროზის ნიმუშის ავტორი: „ოჯახი და კიდევ მთავარი“ (2004). ნ. რ. არის 13 წიგნის და 4 კრებულის რედაქტორი.
თხზ.: ნიშნიანიძე, რ. (2000). XX საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორიიდან... თბ., ლომისი, ISBN 9992815728; ნიშნიანიძე, რ. (2008). შეხვედრები. თბ., უნივერსალი. ISBN 9789941121883; ნიშნიანიძე, რ. (2025). ოჯახი და კიდევ მთავარი : პავლე ნიშნიანიძე 100. თბ., უნივერსალი, ISBN 9789941337949.