ნიშნიანიძე ნუნუ აკაკის ასული
ნიშნიანიძე ნუნუ აკაკის ასული

ნიშნიანიძე ნუნუ აკაკის ასული  (1919, ჭიათურა-10.X. 2006, თბილისი), მათემატიკოსი, პედაგოგი, თსუ-ის უფრ. მასწავლებელი.  დაამთავრა: თბილ. მე-8 საშ. სკოლა (1935); თსუ-ის ფიზ.-მათ. ფაკ-ტი, წარჩინებით (1935-1940); საქ. მეცნ. აკად. გეოფიზიკის ინ-ტის ასპირანტურა (1940-1943).  იყო : საქ. მეცნ. აკად. გეოფიზიკის ინ-ტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი (1940-1945); ა. პუშკინის სახ. პედ. ინ-ტის კათედრის ასისტენტი (1947-1950);  ვ. ლენინის სახ. თბილ. სატრანსპორტო ინ-ტის მათ. კათედრის ასისტენტი (1950-1959); საქ. პოლიტექნ. ინ-ტის უმაღლ. მათ. კათედრის ასისტენტი (1960-1963) თსუ-ის ზოგადი მათ. კათედრის უფრ. მასწავლებელი (1964-1979).