-
ავტორი
- კატეგორიები: კურსდამთავრებული მთარგმნელი
ნიშნიანიძე გიორგი გიორგის ძე (23.V.1935, თბილისი - 23.V.1998, თბილისი), დაამთავრა თსუ-ის დას. ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკ-ტი (1959). მუშაობდა ჟურნ. "ცისკარში" რეცენზენტად, მხატვრული თარგმანისა და ლიტ. ურთიერთობების მთ. სარედაქციო კოლეგიის რედაქციის გამგედ. ქართულ ენაზე თარგმნილი აქვს მსოფლიოს პოეზიის არაერთი დიდი წარმომადგენლის პოეზია, განსაკუთრებით დიდ ყურადღებას უთმობდა ინგლისელ და ამერიკელ ავტორებს. მის მიერ თარგმნილი ნაწარმოებებიდან ყველაზე ცნობილია ჯ. ჩოსერის "კენტერბერიული მოთხრობების" თარგმანი. მიღებული ქონდა ივ. მაჩაბლის სახ. პრემია ქართ. ენაზე ინგლისელი და ამერ. პოეტების ლექსების თარგმნისათვის (1983).
თხზ.:ნიშნიანიძე, გ. (1994). რუდოლფ შტაინერი. თხზულებები : 5 ტომად. თბ., ლურჯა ცხენები; ნიშნიანიძე, გ. (მთარგმნელი). (1994). რუდოლფ შტაინერი. ვარდისა და ჯვრის საიდუმლოება. თბ., ხომლი; ნიშნიანიძე, გ. (მთარგმნელი). (1995). ინგლისური პოეზია : ხალხური ბალადები, ლექსები და სიმღერები, ლიმერიკები, საყმაწვილო ლექსები, ინგლისელი პოეტები. თბ., ხომლი.