-
ავტორი
- კატეგორიები: ფილოლოგი ტექსტოლოგი
ნინიძე მაია გრიგოლის ას (08.IV.1957, ქ. თბილისი), ფილოლოგი, ტექსტოლოგი, ფილოლოგიურ მეცნ. დოქტორი. დაამთავრა თსუ–ის დასავლეთ-ევრ. ენებისა და ლიტერატურის ფაკ–ტი (1979), ფილოლოგიის მეცნ. კანდიდატი (1993), დოქტორი (1999). შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტერატურის ინ-ტის ლაბორანტი (1986-1993), მეცნიერ-თანამშრომელი (1993-2002), წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი (2002-2005), მთ. მეცნიერ-თანამშრომელი (2006-2009; 2020), ტექსტოლოგიის განყ–ებისა და სამეცნ. ცენტრის ხელმძღვ. (2005-2021), თელავის სახელმწ. უნ–ტის “ტექსტოლოგიისა და გამოცემათმცოდნეობის” სადოქტორო პროგრამის თანაავტორი და თანახელმძღვ. (2015-2019), ელექტრონული სწავლების ქართულ-ევრ. ცენტრის გამგეობის წევრი (2012-დან), ააიპ ტექსტოლოგიის, გამოცემათმცოდნეობისა და ციფრული ჰუმანიტარიის ასოციაციის თავ–რე (2018-2021), კავკასიის უნ-ტის მიწვეული პროფესორი (2023-2025). პროექტის „მეცნიერება მომავლისათვის“ და შოთა რუსთაველის ქართ. ლიტერატურის ინ-ტთან არსებული მასწავლებელთა პროფ. გადამზადების აკრედიტებული პროგრამების ავტორი და მეთოდური ხელმძღვ. (2007-2009), ქართ. ლიტერატურის სწავლების დამხმარე პერიოდული გამოცემის „ღია ჩარჩოები“ (ISSN 1987- 65 48) მეთოდური ხელმძღვ. (2008). ელექტრონული სწავლების სპეციალისტი და მწვრთნელი (2009-დან), ონლაინ პროგრამის „პირველი ონლაინ პროგრამა მასწავლებელთ კვალიფიკაციის ამაღლებისთვის ქართული ენა და ლიტერატურა“ თანაავტორი (2010). ნ.მ.-ს ინტერესთა სფეროებია: XIX და XX ს. ქართ. ლიტ–რა, ტექსტოლოგია, პალეოგრაფია, გამოცემათმცოდნეობა და ციფრული ჰუმანიტარია. მან მონოგრაფიულად შეისწავლა რელიგ. დისკურსი ი. ჭავჭავაძის შემოქმედებაში, რაც აისახა წიგნებში „მადლის წყარო: ილია ჭავჭავაძის მრწამსი და მისი შემოქმედება“ (1997); „დაცარიელებული ბეთლემი“ (2000); „მხატვრულ სახეთა სისტემა და რელიგიური დისკურსი „ოთარაანთ ქვრივში“ (2005). მონოგრაფიაში „ასომთავრულიდან პირველსახისკენ“ (2005). მან გამოავლინა ქართულ დამწერლობათმოცდნეობაში არსებული ცალკეული მეთოდოლოგიური ხარვეზები და წარმოაჩინა მათი დაძლევის გზები. ნ.მ.-მ საქართველოში პირველმა გამოიყენა კორპუსული კვლევა ავტორის იდენტიფიცირებისა და ტექსტის დათარიღებისთვის, შეიმუშავა ხელნაწერის ამოკითხვის ეტაპობრივ-შრეობრივი მეთოდი და გრაფემატული კვლევებით ტექსტის ატრიბუციისა და დათარიღების ტექნოლოგიები. მან საფუძველი ჩაუყარა ინტერდისციპლინურ კვლევებს ტექსტოლოგიაში, ხოლო ტექსტოლ. კვლევების ინტეგრირებით ბიობიბლიოგრაფიულში დასაბამი მისცა ქართველ მწერალთა ცხოვრებისა და შემოქმედების სრულყოფილი, აკად. მატიანეების შექმნას, რ–ებიც აღჭურვილია წყაროებით და სამეცნ. აპარატით. ამ მეთოდოლოგიის საფუძველზე მისი მონაწილეობითა და რედაქტორობით შეიქმნა ი. ჭავჭავაძის (2013), გრ. ორბელიანის (2017), გ. რჩეულიშვილისა (2021) და გ. ტაბიძის (2025) მატიანეები. ნ.მ. მონაწილეობდა ი. ჭავჭავაძის (XI, XV, XVI, XIX), ა. წერეთლის რუს. ნაწერების, ქართველ მწერალთა ეპისტოლური მემკვიდრეობის (I-XI) და ქართველ ისტორიკოსთა ეპისტოლური მემკვიდრეობის აკად. გამოცემების (I-III) ტომების მომზადებაში. ის არის ქართულ ენასა და ლიტერატურაში მასწავლებელთა პროფ. გადამზადების პირველი ონლაინ პროგრამის და ქართ. ლიტერატურის სწავლების მეთოდური გამოცემის „ღია ჩარჩოები“ თანაავტორი. ნ.მ. არის დოქტორანტებისთვის განკუთვნილი „ტექსტოლოგიისა“ (2018) და „გამოცემათმცოდნეობის“ (2020) სახელმძღვანელოების თანაავტორი, ტექსტოლოგიის, გამოცემათმცოდნეობისა და ციფრული ჰუმანიტარიის ასოციაციის თანადამფუძნებელი და პირველი თავ–რე, აქვს პროფ. YouTube არხი, რომელზეც წარმოდგენილია მისი გამოცდილება ჰუმანიტარიაში თანამედროვე პროგრამებისა და ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ.