- კატეგორიები: ფილოლოგი ელჩი ისტორიკოსი დიპლომატი
ნიკოლოზიშვილი ნიკოლოზ (ნიკო) ალექსანდრეს ძე (09.V.1965, თბილისი) - დიპლომატი, ფილოლოგი და ისტორიკოსი, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ-ტის კლასიკური ფილოლოგიის განყ-ბა (1989); სას. აკად. ქრისტ. ხელოვნების ფაკ-ტი (1993); უნ-ტში სწავლისას, სხვა სტუდენტებთან ერთად დააარსა უნ-ტის სტუდენტური პრეს-კლუბი(1987); გახდა საქართვ. პოლიტ. კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი და წევრი (1993). იყო კლასიკური ფილოლოგიის ფაკ-ტის სტაჟიორი (1988-1989); თსუ-ის ფილოლოგიის ფაკ-ტის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი (1989-1993); გაზ. „ივერია ექსპრესის“ მთ. რედ. (1993-1995); საქართვ. ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწ. დეპარტ. თავ-რე (1995-1998); მიენიჭა სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩის დიპლ. რანგი (1998). იმავე წელს გახდა ათონის მთის მეგობართა საზ-ების წევრი. იყო საქართვ. საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთში (1998-2004 ); საქართვ. პრეზიდენტის სახელმწ. რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში (2004); საქართვ. საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სლოვაკეთისა და სლოვენიის რესპ. (2006-2011); საქართვ. საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთში (2011-2017); საქართვ. საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუმინეთში (2017-2022); საქართვ. საგარეო საქმეთა სამინისტროში საგანგებო დავალებათა ელჩი (2022-20225); მუშაობს იმავე სამინისტროში შრომითი ხელშეკრულებით (2025-დან). მეცნ. კანდიდატი, დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე:,,ქართლი ელინიზმის და ქრისტიანობის სათავეებთან "მოქცევაი ქართლისაისა" და "ქართველ მეფეთა ცხოვრების" მიხედვით“ (2006); არის ათეულობით სამეცნ. ნაშრომის ავტორი, რ-ებიც ეძღვნება ანტიკური ხანის საქართვ. ისტორიას, ქართ. ეთნოლოგიას, რელიგიათმცოდნეობას, საქართვ. უახლეს ისტორიას, ქართ. დიპლომატიის ისტორიას. დაჯილდოებულია სლოვაკეთის რესპ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ოქროს მედლით „სლოვაკეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გამყარების და განვითარების საქმეში შეტანილი გამორჩეული პირადი წვლილისთვის, დამსახურებისათვის და განსაკუთრებული ღვაწლისთვის“ (2011); პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს „ბენე მერიტოს“ (Bene Merito) საპატიო ორდენით - „პოლონეთ-საქართველოს ურთიერთობის განვითარებაში ჩართულობისათვის” (2017); რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. მღვდელმოწამე ანთიმოზ ივერიელის ორდენით ,,რუმინელ და ქართველ ხალხებს შორის ურთიერთობების გაღრმავებაში”, “მართლმადიდებელი სარწმუნოების დაცვასა და მსახურებაში, რუმინული ხელოვნების, კულტურისა და სულიერების პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის” (2021). არის არაერთი პუბლიკაციის ავტორი:,,ქართლოსის საფლავი - ქართლოსიანთა საფიცარი:[ფიც-ფუცის სემანტიკისათვის]“ (გელათის მეცნ. აკადემიის ჟურნ. N1, 2004); ,,ანძიანძორის ლოკალიზაცია და მისი მნიშვნელობა ქართლის სამეფოს ისტორიისთვის” საქართველოს შუა საუკუნეების ისტორიის საკითხები. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტ. და ეთნოლოგიის ინ-ტი. თბ., [ტ.] IX, 2008); ,,ვინ არის ბრიტანული ეპიგრაფიკული წყაროების Bacvra?“ (კადმოსი:ჰუმანიტარულ კვლევათა ჟურნ. ილიას სახელმწ. უნ-ტი, N 10, 2018); ,,ქართველ ემიგრანტთა ბიზნესსაქმიანობის ისტორიიდან: ნიკოლოზ ელიავასა და რაჟდენ დათეშიძის მცდელობა კურორტ ბად ლანგენაუ/დუოგოპოლე-ზდრუის შესაძენად“ (ქართული ემიგრაცია. გრ. რობაქიძის სახ. უნ-ტის ქართ. ემიგრაციის ისტ. და გეოგრაფიის სამეცნ.-კვლევთი ინ-ტი; გ. მაჩაბლის ფონდი, №10, 2022-2023); ,,კომუნისტური ნოვრასია" ანუ, ნოვოროსისკის ქართველობა 1920 წელს - მზვერავის მონათხრობი“ (ქართული ემიგრაცია. გრ. რობაქიძის სახ. უნ-ტის ქართ. ემიგრაციის ისტ. და გეოგრაფიის სამეცნ.-კვლევთი ინ-ტი; გ. მაჩაბლის ფონდი, N 11, 2024); ,,საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საზღვაო დროშის ისტორიისათვის“(ჰეროლდი: შემეცნებითი ალმანახი. საქართვ. პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწ. საბჭო, N11, 2024).