-
ავტორი
- კატეგორიები: დოქტორი
ნიკოლაიშვილი მანანა მიხეილის ასული (20.III.1949, ქუთაისი), დაამთავრა თსუ-ის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკ-ტი (1971); ინჟინერ-გეოლოგ-გეოფიზიკოსი; იყო: გეოფიზიკის ინ-ტის თანამშრომელი (1971); მ. ნოდიას სახ. გეოფიზიკის ინ-ტის ასპირანტი (1974-1978); ფიზ.-მათ. მეცნ. კანდიდატი, დაიცვა დისერტაცია თემაზე: „ტოპოგრაფიული მასების ჭეშმარიტი სიმკვრივის განსაზღვრისა და კრისტალური ფუნდამენტის ზედაპირის ჩაწოლის სიღრმის ინტერპოლირების მეთოდიკა და ალგორითმი“ (1990); აკადემ. დოქტორი (2007); უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1991); გეოფიზიკის ინ-ტის სარედაქციო-საექსპერტო კომისიის მდივანი (1979-1994). იყო ივ. ჯავახიშვილის სახ. თსუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი (2018). მონაწილეობა მიიღო სამეცნ. კონფერენციებში და გამოაქვეყნა სტატიები სხვადასხვა სამცნ. ჟურნალებში:,,Statistical Characteristics of the Daily Values of Air Effective Temperature According to Missenard in Batumi“ (Int. Sc. Conf. “Complex Geophysical Monitoring in Georgia: History, Modern Problems, Promoting Sustainable Development of the Country”, Proceedings, 2024); ,,დედამიწის კლიმატის ცვლილების გამომწვევი მთავარი მიზეზების შესახებ” (მ. ნოდიას სახ. გეოფიზიკის ინ–ტის შრომები, ტ. LXXVI, ISSN 1512-1135, თბ.).