ნიკოლაიშვილი დალი არსენის ასული
ნიკოლაიშვილი დალი არსენის ასული

ნიკოლაიშვილი დალი არსენის ასული (29. V. 1963, თბილისი), გეოგრაფი, ლანდშაფტმცოდნე, გის-სპეციალისტი, პედაგოგი, გეოგრაფიის დოქტორი (1995), პროფესორი (2015), საქართვ. გეოგრ. საზ-ის სამეცნ. საბჭოს წევრი (2014-დან) და ვიცე-პრეზიდენტი (2016-2025), საერთაშ. კარტოგრაფიული ასოციაციის (ICA) ეროვნ. წარმომადგენელი (2017-დან). წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტი ფიზ. გეოგრ. სპეციალობით (1986), ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკ-ტი სპეციალობით ინგლ. ენა (1988) და ხალხ. რეწვა (1992). გაიარა ასპირანტურის კურსი (1986-1989). ნიკოლოზ ბერუჩაშვილის ხელ-ით დაიცვა დისერტაცია თემაზე „კავკასიის საშუალო მთის ტყის ლანდშაფტები (ლანდშაფტურ-გეოფიზიკური ანალიზი)“ (1995). ნ. დ. ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში ჩართული იყო თსუ-ის ფიზ. გეოგრ. სახელშეკრულებო თემაში მეცნიერ-თანამშრომლად (1980-1981,1989-1990). იყო თსუ-ის აეროკოსმოსური მეთოდებით ბუნებრივი გარემოს მდგომარეობების შესწავლის სამეცნ.-კვლ. ლაბორ. მეცნიერ-თანამშრომელი (1990-1998), საქართვ. გეოგრ. კათედრის დოცენტი (1998-2006), რეგიონული გეოგრ. და ლანდშაფტური დაგეგმარების მიმართულების ასოცირებული პროფესორი (2006-2015). ამჟამად არის გეომორფოლოგია-კარტოგრაფიის კათედრის გამგე (2015-დან). ლექციებს კითხულობდა და კითხულობს სხვადასხვა საგანში: ლანდშაფტმცდონეობა (1992-1999), კომპიუტერი კარტოგრაფიაში (1993-2005), გეოინფორმატიკის საფუძვლები (1993-2004), გეოინფორმაციული და ექსპერტული სისტემები (1996-2016), საქართვ. გეოგრ. (1997-2004), საქართვ. გეოგრ. სახელწოდებები (2004-2005), მდგრადი ეკოლ. განვითარება (2005-2012), კავკასიის ბუნება და რესურსები (2014-2022), სოც. და ეკონ. კარტო­გრა­ფია (2015-2017), გეოგრ. კვლევის მეთოდები (2005-დან), საქართვ. ლანდშაფტების კადასტრი (2006-დან), ისტ. კარტოგრაფია (2020-დან), დედამიწისმცოდნეობა (2024-დან) და სხვ. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 4 სადისერტაციო ნაშრომი. ნ. დ. მონაწილეობდა 50-ზე მეტ სამეცნ. პროექტში ხელმძღვ.-ექსპერტად: გაეროს გარემოსადაცვითი პროგრამა (UNEP), მსოფლიო ბანკი (WB), ბუნების მსოფლიო ფონდი (WWF), ბერლინის ტექ. უნ-ტი (BMU), შოთა რუსთაველის ეროვ. სამეცნ. ფონდი  და სხვ. ამჟამად ხელმძღვანელობს პროექტს საქართვ. კარტოგრაფიულ ონლაინკატალოგის შექმნაზე და 5-ვერსიანი რუკის გეოგრ.-კარტომეტრიულ ანალიზზე. გამოქვეყნებული აქვს 250-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომი, მათ შორის 10 სახელმძღვანელო, 17 მონოგრაფია, 25 სასწ.-მეთოდური ნაშრომი. არის პირველი ქართ. სახელმძღვანელოების ავტორი: გეოინფორმაციულ და ექსპერტულ სისტემებში (2004, თსუ), გეოგრ. კვლევის მეთოდებში (2014, თსუ), მდგრად ეკოლ. განვითარებაში (2014, თსუ). გამოქვეყნებული აქვს სტატიები მაღალი რეიტინგის, იმფაქტფაქტორიან ჟურნალებში (10). შედგენილი აქვს 50-მდე თემატური რუკა, გამოცემული საქართვლოსა და კახეთის ატლასებში (2008, 2018, 2025), აგრეთვე სხვადასხვა პუბლიკაციაში. ნ. დ.-ს სამეცნ. ინტერესის სფეროებია: ლანდშაფტური კვლევები; ისტ. კარტოგრაფია; საქართვ. სახელმწ. საზღვრის ტრანსფორმაციების ანალიზი; ქართული ტოპონიმიის კვლევა და სხვ. გამოქვეყნებული აქვს სამეცნ.-პოპულ. ნაშრომებიც. ნ. დ. ეწევა საგამომც.-სარედ. საქმიანობას: „კავკასიის გეოგრაფიული ჟურნალის“ რედკოლეგიის წევრი (2003-2007), ჟურნ. „საქართველოს გეოგრაფია“ სარედაქციო კოლეგიის წევრი (2008-2011), საქართვ. ეროვნ. ატლასის რედკოლეგიის წევრი (2012), იმფაქტ-ფაქტორის მქონე საერთაშ. ჟურნ. – JEB-ის სარედაქციო საბჭოს წევრი (2025-დან). მონაწილეობა მიიღო გამოფენების მოწყობაში თსუ-ში, მიძღვნილი ივანე ჯავახიშვილის 140 (2016), ალ. ჯავახიშვილის 140 (2015), ალ. ასლანიკაშვილის 100 (2016), ა. ბენაშვილის 150 (2018)  წლისთავისადმი. მისი ინიციატივითა და ხელმძღვანელობით მომზადდა ფოტოალბომი „გეოგრაფია საუკუნეთა კვალდაკვალ“ (2015, თსუ).

ნ. დ. ეწევა საექპერტო მუშაობასაც, არის: სასკოლო სახელმძღვანელოების შეფასების ექსპერტი, (2009-2010); საქართვ. ბუნების ძეგლების აღრიც­ხ­ვის/დაცვის რეჟიმის განმსაზღვრელი კო­მი­სიის წევრი (2009-2010); სასკოლო საგნის „გარემო და მდგრადი განვითარება“ სტანდარტის ერთ-ერთი შემდგ. (2010); საქართვ. ნიადაგების ეროზიისაგან დაცვის კონცეფციის ერთ-ერთი შემდგ. (2011-2012); საჯარო რეესტრის ეროვნ. სააგენტოს ექსპერტი კარტოგრაფიულ სამუშაოებზე (2022-2023); თსუ-ის ივანე ჯავახიშვილის თხზ. სრული აკად. კრებ. ტექსტოლოგიური კომისიის წევრი (2022-დან) და სხვ.

თხზ.: Nikolaishvili, D. (თანაავტორი). (2002). Caucasus Environment Outlook UNEP-GRID-Tbilisi,ISBN 9992880325;  ნიკოლაიშვილი, დ. (თანაავტორი). (2009). საქართველოს საზღ­ვ­რე­ბი. თბილ.; ნიკოლაიშვილი, დ. (2009). საქართველოს ლანდშაფტების სივრცე-დროითი ანალიზი და სინთეზი. თბილ. უნივ. გამომც.,ISBN 9789941131103; ნიკოლაიშვილი, დ. (თანაავტორი). (2016). სამცხე-ჯავახეთი. ცნობარი და რუკათა კრებული, თბილ., ISBN 9789941086267; Nikolaishvili, D. (თანაავტორი). (2018). Issue of identification of the border of Georgia after the I World War (Ivane Java­khi­sh­vili's view). Germany, ISBN 9786139867035; ნიკოლაიშვილი, დ. (თანაავტორი). (2021). მესხეთის ოსმალური დავთრებს მიხედვით. ცნობარი. თბილ.,ISBN 9789941269967; ნიკოლაიშვილი, დ. (თანაავტორი). (2025). კომპ­ლე­ქ­სურ-გეოგრაფიული პრაქტიკა: საველე სახელმძღვანელო. თბილ., ISBN 9789941521447.

ლიტ.: ხარაძე, კ., ჯავახიშვილი, შ. (2003). მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი, გვ. 208, ISBN 9992806982.