ნიკობაძე ივანე ისიდორეს ძე
ნიკობაძე ივანე ისიდორეს ძე

ნიკობაძე ივანე ისიდორეს ძე (16.XI.1898, ქ. ხაშური, თბილისის გუბერნიის გორის მაზრა-30.VIII.1967, თბილისი). თსუ-ის სამედ. ფაკ-ტის პირველი მიღებისა და გამოშვების ნაკადშია ღვაწლმოსილი პროფ. ი. ნ., რ-მაც წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის სამედ. ფაკ-ტი (1918-1924). მუშაობდა გორში სკოლის ექიმად და ამავდროულად, წითელი ჯვრის საავადმყოფოს ქირურგ. განყ-ების ორდინატორად (1924-1927). ნ. ი.-ს მიენიჭა მედიც. მეცნ  კანდ. და დოქტორის ხარისხები სადისერტაციო ნაშრომებზე: „პიელოგრაფიის დიაგნოსტიკური ღირებულება“ (1941) და „საქართვ. ქირურგიის ისტორიის მასალები“ (1953), შესაბამისად. ნ. ი.-ს მიენიჭა როგორც დოცენტის (1954), ასევე პროფესორის წოდება (1958). ნ. ი. მუშაობდა ქ. ლენინგრადის (მაჟამად სანკტ-პეტერბურგი) ისტ. ობუხოვის (ნიჩაევის სახ.) საავადმყოფოს უროლოგიურ განყ-ბაში (რუსეთში უროლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებლური კლინიკური ბაზა) პროფ. ვ. გორაშთან (1927-28). საქართველოში დაბრუნების შემდეგ (1928) მუშაობა განაგრძო გორის საავადმყოფოს ქირურგ. გან-ბაში, სადაც ჩამოაყალიბა უროლოგიური განყ-ბა და განაგრძო მუშაობა ქირურგ-უროლოგად. ნ. .ი. მუშაობდა თბილისის სხვადასხვა სამედ. დაწესებულებებში (1929-1937): ნავთლუღის პოლიკლინიკაში ქირურგად, მე-4 დისპანსერის დირექტორად და უროლოგად, სკოლების ექიმთა ინსტრუქტორად, დედათა და ბავშვთა დაცვის ინსპექტორად. მუშაობდა უროლოგად თბილ. პირველი საქალაქო საავადმყოფოს ქირურგიის განყ-ბაში (1938-დან). ომის პერიოდში (1941-45) ნ. ი. იყო სამხედრო ექიმი (ივნ.,1941 -43), მუშაობდა თბილ. სამხედრო ჰოსპიტლის ქირურგ. განყ-ბის წამყვან ქირურგად (1943-45). ნ. ი. სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა თბილ. ექიმთა დახელოვნების ინ-ტში (1943-დან). ინ-ტის ბაზას წარმოადგენდა ქ. თბილ. პირველი საავადმყოფოს, სადაც მუშაობა დაიწყო ქირურგ. კათედრის ასისტენტის პოზიციაზე. ინ-ტში სამეცნ მუშაობის პარალელურად, ნ. ი. იყო ჯანდაცვის სახ. კომისარიატის ევაკო-ჰოსპიტლის მთ. ქირურგი (1943-44); თბილ. 26 კომისრის რ-ნის ჯანდაცვის განყ-ბის გამგე (1945-1947). ნ. ი.-ს მიენიჭა თბილ. ექიმთა დახელოვნების ინ-ტის უროლოგიის კათედრის დოცენტის წოდება (1954) და იკავებდა ინ-ტის დეკანის პოზიციას (სექტ., 1954-1967). პარალელურად იყო ინ-ტის უროლოგიური საზ-ების მდივანი (1953-დან), ინ-ტის ჯანდაცვის ორგანიზაციისა და მედიცინის ისტორიის კათედრის გამგე (1956-დან) და საქართვ. ქირურგ-ი და უროლოგიური საზ-ბების წევრი (1956-დან). ნ. ი.-ს სამეცნ. კვლევების სფერო: ქირურგიის, უროლოგიის, კურორტოლოგიის, ქართ. მედიცინის ისტორიის, ჯანდაცვის  ორგანიზაციისა და სოც. მედიცინის დარგები. იგი არის ავტორი 60-მდე სამეცნ. ნაშრომის; 75-მდე მოხსენების საექიმო-სამედ. საზ-ბების სამეცნ. ღონისძიებებზე, კონფერენციებსა და სხვა სამეცნ. სესიებზე; 120-მდე რეცენზიის და სხვადასხვა ჟურნ. გამოქვეყნებული სტატიისა.

თხზ.: ნიკობაძე, ი. (1954). კურორტი საირმე. თბ., საქმედგამი; Никобадзе, И. (1958). Хирургия в Грузии в Великой Отечественной войне. Тб. Сабчота Сакартвело: ნიკობაძე, ი. (1958). სამედიცინო საქმე თბილისში 1500 წლის მანძილზე. თბ.; ნიკობაძე, ი. (1960). რენდგენდიაგნოსტიკა უროლოგიაში. თბ; ნიკობაძე, ი. (1961). თბილისის ქალაქის პირველი კლინიკური საავადმყოფო. რუსთავის სტამბა; ნიკობაძე, ი. (1964, 1968). მედიცინის განვითარების ძირითადი ეტაპები საქართველოში: 2 ტომად. თბ., საბჭ. საქართველო.