-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
ნიკობაძე გივი ივანეს ძე (28.II.1931, თბილისი-26.VII.2018, თბილისი). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1953) და ასპირანტურა თეორ. ფიზიკის მიმართულებით (1956). მუშაობდა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტის თეორ. და ექსპერ. ფიზიკის კათედრებზე (1957-დან), ბოლო პოზიცია დოცენტი. მუშაობა დაიწყო ფიზიკის ფაკ-თან არსებულ მაღალი ენერგიების ფიზიკის პრობლემურ ლაბორატორიაში (1974-დან), რ-ის ბაზაზეც ჩამოყალიბებულ ნ. ამაღლობელის სახ. მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტში განაგრძო მუშაობა გარდაცვალებამდე, ბოლო პოზიცია უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1980-2018). სამეცნ. მივლინებით სტაჟირება გაიარა ფლორენციის უნ-ტში (იტალია) (1966-67). სხვადასხვა დროს მუშაობდა ქ. დუბნის ბირთვული კვლევების გაერთ. ინ-ტში (JINR, რუსეთი), გერმანიის დემოკრ. რესპ.ს მეცნ. აკადემიასთან არსებულ მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტში (ბერლინი-ცოიტენი, გერმანია), იყო საერთაშ. თანამშრომლობებისა (EXCHARM, BIS-2 ) და სამეცნ. ცენტრების (Dubna- Berlin-Alma Ata-Budapest-Bucharest-Moscow-Prague-Sofiya-Tbilisi) გაერთ. წევრი. ნ. გ.-ს სამეცნ. კვლევების სფერო: ფუნდამენტური კვლევები ელემენტარული ნაწილაკებისა და ბირთვის ფიზიკაში. არის 90-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის ავტორი და თანაავტორი, რ-თა უმეტესობა გამოქვეყნებულია მაღალი იმფაქტ ფაქტორის მქონე საერთაშ. სამეცნ. ჟურნ., განთავსებულია მაღალი ენერგიების ფიზიკის საერთაშ. სამეცნ. ბაზაში, მაგ.: „Investigation of the Charmed Baryons Λ(c)+, Produced in Neutron - Carbon Interactions at the Energies of Approximately 58-{GeV}“ (Sov.J.Nucl.Phys. 35, 687, 1982); „The Λ(c)+ Baryon Production in Interactions of 40-{GeV} to 70-{GeV} Neutrons With Carbon Nuclei“ (Z.Phys.C 23, 333, 1984); „Observation and Study of a Narrow State in a Σ- (1385) K+ System“ (Z.Phys.C 25, 205, 1984); „Production of anti-D0 and D- Mesons in Neutron - Carbon Interactions at 40-GeV to 70-GeV“ (Z.Phys.C 37, 243, 1988); „A Measurement of the transverse polarization of Lambda hyperons produced in n C reactions in the EXCHARM experiment“ (Eur.Phys.J.C 13, 427-432, 2000) და სხვ. ნ. გ. არის ასევე ადგილ. და საერთაშ. რამოდენიმე კონფერენციისა და საგრანტო პროექტის მონაწილე. ნ. გ. სამეცნ. საქმიანობასთან ერთად ეწეოდა პედ. მოღვაწეობას, კითხულობდა სხვადასხვა სალექციო კურსებს თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ზე. არის ავტორი რამოდენიმე წიგნისა და კრებ.: „ნოდარ ამაღლობელი – 75” (2006); ავტობიოგრაფია: სამეცნიერო მოღვაწეობა, პედაგოგიური მოღვაწეობა: ჩემი მეცნიერო კრედო” (2003); ნახევარსპინიანი ელემენტარული ნაწილაკების უნივერსალური ურთიერთქმედების შესახებ (1955). პროფ. გ. ნიკობაძის წიგნის "ომარ ხაიამის რუბაიებიდან" გამოცემასთან დაკავშირებით თ. ებანოიძის ანოტაცია „ფიზიკოს-ლირიკოსი“ გამოვიდა (2012). ნ. გ.-ს მიღებული აქვს საქართვ. სახელმწ. პრემია მეცნ. და ტექ. დარგში, ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში ჩატარებული სამეცნ. კვლევებისთვის (1986).
თხზ.: (გარდა სტატიაში მითითებულისა): ნიკობაძე, გ. (1983). მექანიკა - დამხმარე მასალა ფიზიკის მასწავლებელთათვის. თბ., უნ-ტის გამ-ბა; ნიკობაძე, გ. (1999). თანამედროვე ფიზიკა ყველასთვის. თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN: 551100412X; ნიკობაძე, გ. (2000). თანამედროვე ბუნებისმეტყველების კონცეფციები. თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN: 9992877138; ნიკობაძე, გ. (თანაავტორი). (2003). სამყაროს ფარული განზომილებები. თბ., ინტელექტი, ISBN: 9994010336; ნიკობაძე, გ. (2011). ომარ ხაიამის რუბაიებიდან. თბ., ინტელექტი, ISBN: 9789941457814.