ნიკობაძე ელენე გივის ასული
ნიკობაძე ელენე გივის ასული

ნიკობაძე ელენე გივის ასული(1966, თბილისი), ექიმი, მკვლევარი, მედიცინის დოქტორი. დაამთავრა თსსი-ს სამკურნ. ფაკ-ტი (1992); თსსი-ს კლინ. ორდინატურა ანესთეზიოლოგიასა და რეანიმატოლოგიის სპეციალობით (1992-1994). აკად. ნ. ყიფშიძის სახ. ცენტრ. რესპ. საავადმყოფოს ექიმი რეანიმატოლოგი (1992-2015). საქართვ. მეცნ. აკად. ალ. ნათიშვილის სახ. ექსპერ. მორფოლოგიის ინ-ტის ასპირანტი (1994-1996). მედიცინის მეცნ. კანდიდატი (1999), დაიცვა დისერტაცია თემაზე „ადენოჰიპოფიზისა და თირკემელზედა ჯირკვლის სტრუქტურა ექსპერიმენტული კარდიოგენული შოკის დროს“ (1999). ალ.. ნათიშვილის სახ.  მორფოლოგიის ინ-ტის მეცნიერ-თანამშრომელი (2000-2006), უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (2006-2924), მთ. მეცნიერ-თანამშრომელი (2024-დან). მიიღო ექიმი-სპეციალისტის სახელმწ. სერტიფიკატი სპეციალობაში „კრიტიკული მედიცინა, ინტენსიური თერპიია“ (2001). მიიღო ექიმი - სპეციალისტის სახელმწ. სერტიფიკატი სპეციალობაში “პათოლოგიური ანატომია“ (2008). ნ. ე.-ს კვლევის საგანია თირკმელზედა ჯირკვლისა და ფარისებრი ჯირკვლის მორფოლოგია და ნეიროდეგენერაციული პროცესების მორფოლოგია. არის 31 სამეცნ. ნაშრომის და ორი მონოგრაფიის ავტორი. ეწევა პედაგ. მოღვაწეობას. იყო დოცენტი თსსუ-ს მედიცინის ფაკ-ტის ქირურგ. კათედრაზე  (2000-2006), ამჟამად მოწვეული პედაგოგია  თსსუ-ს მედიცინის ფაკ-ტის შინაგან დაავადებათა კათედრის ქართულ და ინგლისურენოვანი პროგრამებზე (2019-დან).

თხზ.:ნიკობაძე, ე. (თანაავტორი). (2016).  სასწრაფო და გადაუდებელი სამედიცინო დახმარება:[მონოგრაფია]. თბ.; ISBN 9789941088865; Никобадзе,  Е. (2016).  Скорая и неотложная медицинская помощь:[Монография]. Тб., ISBN 9789941090325.