ნიკო ნიკოლაძის კაბინეტი
ნიკო ნიკოლაძის კაბინეტი

ნიკო ნიკოლაძის კაბინეტი (1980–XX ს.), თსუ-ის ჟურნალისტიკის ფაკ-ტზე პროფესორ დ. გამეზარდაშვილის ინიციატივით დაარსდა ნ. ნიკოლაძის კაბინეტი, რ-იც არის ჟურნალისტიკის ფაკ-ტზე სამეცნ.-სასწ. სტრუქტურული ერთეული(1980). კაბინეტის შექმნის მიზანი იყო გამოჩენილი ქართვ. საზ. მოღვაწისა და მოაზროვნის ნ. ნიკოლაძის პუბლიც. მემკვიდრეობის მოძიება, სისტემატიზაცია, მეცნ. შესწავლა და კომენტარებით გამოქვეყნება. პროფესორ დ. გამეზარდაშვილის სიცოცხლეში კაბინეტმა გამოსცა ნ. ნიკოლაძის თხზულებათა შვიდტომეული, რაც მნიშვნელოვან საფუძვლად იქცა XIX–XX სს. ქართ. საზ-ებრივი აზრისა და ჟურნალისტიკის ისტორიის კვლევისათვის. კაბინეტის სამეცნ. საქმიანობა მოიცავდა XIX და XX სს. ქართ. ჟურნალისტიკის ისტორიის შესწავლას, მონოგრაფიებისა და პუბლიც. კრებულების გამოცემას, აგრეთვე ნ. ნიკოლაძის შრომების ბიბლიოგრაფიის შემუშავებას. კაბინეტმა გამოსცა ნ. ნიკოლაძის დაბადებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სამეცნ. კრებული (1996).